2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
„აქ თურმე, რა ამბები ტრიალებს…” – ნატალია ყიფშიძის და ირაკლი კვირიკაძის პიკანტურმა ფოტომ სოცქსელი დაიპყრო
სახიობ ზურა ყიფშიძის შვილიშვილი, გიორგი ყიფშიძის ქალიშვილი, მსახიობი ნატალია ყიფშიძე 27 ივლისს იუბილარი იყო. იგი 23 წლის გახდა. მან დაბადების დღე მეგობრებთან და დედასთან ერთად აღნიშნა. წვეულებიდან კადრები კი…
-
“ავტობუსში ჩემს წინ ორი მოზარდი იჯდა, 20 წუთი ვაკვირდებოდი მათ საქციელს, შოკირებული ვარ …” – რას წერს შოკირებული მოქალაქე
სოციალურ ქსელში მომხმარებელი თავს გადახდენილი ამბის შესახებ წერდა, რამაც ძალიან გააკვირვა: “ისეთი აღშფოთებული ვარ, გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა. მართალია, ამით არაფერი ეშველება იმ პრობლემას, რაზეც მე უნდა გაიმბოთ, მაგრამ, მაინც…
-
“ძალიან არ მინდოდა ამ პოსტის დაწერა…ეს არაადამიანი ფულის გამო ყველაფერს კადრულობს!…” – გივიკო დიდია მიმართვას ავრცელებს
გურული ბლოგერი გივიკო დიდია ამბობს, რომ ყალბი გვერდების მეშვეობით, მის სახელს ბოროტად იყენებენ და ამით სხვებიც ზარალდებიან. „ძალიან არ მინდოდა ამ პოსტის დაწერა, მაგრამ ვიღაც თაღლითი ჩემი სახელით აკეთებს…
-
ტატო გრიგალაშვილის ფინალური ბრძოლა – პირდაპირი ეთერი
როგორც ცნობილია ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა, სძლია რა უძლიერეს კორეელს – ლის. გთავაზობთ ტატოს ფინალური ბრძოლის პირდაპირ ეთერის 2 ბმულს: https://player.1tv.ge/1tv/2024-07-30T19:12:18+04:00 https://vk.com/video_ext.php?oid=-215496701&id=456239125 ნახვები : 6,401
-
“ამაზე ყველას შეიძლება წამოეგოთ” – 15 ახალი თაღლითური სქემა: მილიონი 500 დოლარის სანაცვლოდ – რა დაემართა ხათუნა ხვედელიძეს? (ვიდეო)
500 დოლარი 15 მილიონის სანაცვლოდ – ამბავი, რომელსაც დღეს გიყვებით, ახალ თაღლითურ სქემაზეა, რომელიც ერთი შეხედვით, საიმედო ინვესტიციით იწყება. შორეული ნათესავი გიტოვებთ თანხას, ერთადერთი მემკვიდრე თქვენ ხართ. თანხას მიიღებთ…