2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
ჯერ იყო ქორწილი, შემდეგ კი 14 ადამიანის გარდაცვალება – ავარიას მხოლოდ 2 ადამიანი გადაურჩა, წლების წინ მომხდარი უმძიმესი ამბავი
2004 წლის 22 ნოემბერს საქართველოში ტრაგედია მოხდა. მიკროავტობუსს, რომელიც დასავლეთიდან თბილისისკენ მიდიოდა, ავარია შეემთხვა. ავტოსაგზაო შემთხვევას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადარჩა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, 18 წლის ლევან…
-
სმიტების გადამალულ ფოტოაპარატში შოკისმომგვრელი რამ აღმოაჩინეს – ნახეთ ვინ ყოფილა ნამდვილი დანმაშავე
2018 წლის 4 ივლისს ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის 3 წევრი მოკლეს. საქართველოში მცხოვრები ამერიკელი წყვილის, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის ვაჟის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მალხაზ კობაურია. მას…
-
ნინი ბადურაშვილს ლაივში მოუოლოდნელად ტუჩებში აკოცეს… – რა ვიდეო გავრცელდა ახლახანს
ცნობილმა მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მას უმცროსი დისშვილი მოულოდნელად ტუჩებში კოცნის. ნინი ვიდეოს გაგრძელებასაც აქვეყნებს, სადაც ამჯერად ბიჭუნას სთხოვს ლოყაზეც აკოცოს. „გიყვარვარ?“ – ეკითხება მომღერალი…
-
გილოცავთ! პირად ანგარიშზე მერია 2000 ლარს ჩაურიცხავს ყველას, ვინც… – ნახეთ გეკუთვნით თუ არა, თქვენ ან ოჯახის წევრს დახმარება
მერიამ 2000 და 1000 ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო. თუ ამ სიაში ხართ თანხა პირად ანგარიშზე ჩაგერიცხებათ. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს – 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის…
-
ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვისაც ივლისიდან ხელფასი გაეზრდება
პირველი ივლისიდან საჯარო სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ, 500 ლარით გაეზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნულ თემაზე განაცხადა ასევე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განათლების მინისტრმა,…
-
“ამ წუთას აქ გავიგე რომ დაღუპულა და გული გამისკდა…”- ირინა სარიშვილი უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს
უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში, ფრონტის ხაზზე დაიღუპა ქართველი მებრძოლი, ბონდო გაგნიძე დაიღუპა. ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი გარდაცვლილს სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის: „ბონდო გაგნიძე დაღუპულა უკრაინაში. აქ ვმეგობრობდით. პირადად არ…