2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
გარდაცვლილი გოგონას ბოლო ვიდეო ვრცელდება
ახლახან გარდაცვლილი გოგონას ბოლო ვიდეო ვრცელდება: ნახვები : 6,736
-
სკოლაში გაჩენილ ხანძარს 17 მოსწავლე ემსხვერპლა
ცენტრალურ კენიაში სკოლაში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 17 მოსწავლე ემსხვერპლა. არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან 10-ზე მეტი ადამიანი მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის სპიკერის რესილა ონიანგოს განცხადებით,…
-
”ეს არის ჩემი მეორე შვილი…” – შორენა ბეგაშვილმა როგორც იქნა მეორე შვილის ფოტოც გამოაქვეყნა და ხალხი გააგიჟა
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა შორენა ბეგაშვილს მეორე შვილის გაჩენაზე ჰკითხეს, მოდელმა მოულოდნელად ფოტო გაასაჯაროვა. „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნებულ გამოკითხვაში, მისი ერთ-ერთი ხელმომწერი დაინტერესდა, რას ფიქრობს მეორე შვილის გაჩენაზე. პასუხად შორენამ მისი…
-
უსაყვარლესი ჩინელი ბავშების ქართველ ძიძას ხელი სთხოვეს
უსაყვარლესი ჩინელი ბავშვების ქართველ ძიძას, ცნობილი ვიდეოების ავტორს კესო სამანიშვილს ხელი სთხოვეს. კესო ქართულმა სოციალურმა ქსელმა პატარა ჩინელ ბავშვებთან ერთად გადაღებული ვიდეოებით გაიცნო. “ჩემი ოცნების ხელის თხოვნა, დავთანხმდი” –…
-
ზესტაფონში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა – ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს
ზესტაფონში, წლინახევრის ბავშვი ცრუ კრუპით გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბავშვის მშობლები ავრცელებენ. ოჯახი პედიატრებს გულგრილობაში ადანაშაულებს. „ასეთი პედიატრები არ უნდა მუშაობდნენ. გაუფრთხილდით შვილებს. ნუ გაჩუმდებით ხალხო, სხვასაც…
-
უგულშემატკივრეთ მერაბ დვალიშვილს პირდაპირ ეთერში ჩვენთან ერთად
უგულშემატკივრეთ მერაბ დვალიშვილს პირდაპირ ეთერში ჩვენთან ერთად. ლინკი პირველ კომენტარშია ! გთხოვთ ყველამ გააზიაროთ პოსტი რადგან ხალხმა არ იციან სად უყურონ ბძოლას <3 დავეხმაროთ ერთმანეთს მერაბ დვალიშვილის ბრძოლა დაიწყება…