2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც შვილი მოკლა და კარადაში დამალა
აშშ-ში, კოლორადოში დედას ქალიშვილის მკვლელობისთვის 84 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 12 ივნისს, 28 წლის ალექსუს ტანიელ ნელსონმა დანაშაული აღიარა. ბავშვის ნაშთები ნელსონის ბინაში 2023 წელს…
-
(ვიდეო) შავი ზღვის სანაპიროს ტორნადომ გადაუარა, ვრცელდება მძიმე სანახავი კადრები
რუსეთში, შავ ზღვაზე, დიდი ტორნადო გამოჩნდა, რომელმაც ქალაქ სოჭის სანაპიროს გადაუარა. ქარბორბალას გადაადგილების ვიდეო სოციალურ ქსელში ადგილობრივმა მოსახლეობამ გაავრცელა. ქალაქის ადმინისტრაციამ მოსახლეობა შტორმის შესახებ გააფრთხილა. მედიის ინფორმაციით, ქალაქის ქუჩები…
-
(ვიდეო) გადარბენა ვერ მოასწრო… – ნახეთ როგორ გაიტანა ბიჭი მანქანამ
გადარბენა ვერ მოასწრო… – ბიჭი ავარიაში დაიღუპა. შემთხვევა მეზობელ თურქეთში გუშინ მოხდა. ნახვები : 8,214
-
”5 დღე ეძებედნენ და ბულვარში იპოვნეს გარდაცვლილი…” – ლაშა ღლონტი
ლაშა ღლონტი მამის გარდაცვალებაზე საუბრობს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ”მხოლოდ 5 დღის მერე, ბათუმის ბულვარის ბოლოს გარდაცვლილი ვიპოვეთ, გზა შეშლია, აქეთ უნდა წამოსულიყო და იქით წავიდა. იქ კი…
-
ლევან საგინაშვილი დაქორწინდა – ნახეთ კადრები სპორტსმენის მოკრძალებული ქორწილიდან
ქართველი “ჰალკი”, ლევან საგინაშვილი დაქორწინდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები სპორტსმენის მოკრძალებული ქორწილიდან. ქართველი “ჰალკი”, ლევან საგინაშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ლელა ჯამასპიშვილია. ნახვები : 3,773
-
მერია 800 ლარიან ვაუჩერს გადასცემს ყველას – ნახეთ ხარ თუ არა სიაში
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო ვაუჩერი 800 ლარით ფინანსდება და 15 სექტემბრის ჩათვლით არის გამოყენება შესაძლებელი. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ცნობისთვის,…