2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
“თაობები წამოვიდა გვარს და სახელს ვეღარ წერენ, ორჯერ ორი არ იციან, სხვა საგნებზე ხომ ზედმეტია საუბარი…” – განათლების დარგის ექსპერტის სკანდალური განცხადება
„ათი წელია უკვე გამოცდები მოხსნილია და უკვე ათი წელია ბავშვები სკოლაში აღარ დადიან. მთელი თაობები წამოვიდა, უკვე საკუთარ გვარს და სახელს ვეღარ წერენ და ორჯერ ორი არ იციან, სხვა…
-
ქართველმა გოგონამ ამერიკაში ვერ ჩააღწია, გზაში დაიღუპა – რა გახდა ტრაგედიის მიზეზი – ნახეთ ხათუნას ბოლო ვიდეო
სენაკის მკვიდრ ახალგაზრდა ქალს გული გაუჩერდა და გაზაში გარდაიცვალა. ხათუნა ცაგურია ამერიკაში მიემგზავრებოდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „სენაკის ქრონიკა“ ავრცელებს. „ამერიკაში მიმავალი ახალგაზრდა ემიგრანტი გზაში გარდაიცვალა, გული გაუჩერდა. გარდაცვლილი სენაკელი…
-
ვრცელდება “პირდაპირი” იტალიიდან,სადაც აღწერილია ქართველი ბიჭების საშინელი მდგომარეობა (ვიდეო)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ლაივი იტალიიდან, სადაც აღწერილია ქართველი ბიჭების საშინელი მდგომარეობა: ნახვები : 2,362
-
სხირტლაძე ჩემი ნამდვილი გვარი არ არის… – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ რა გვარი ყოფილა დუტა სხირტლაძე რეალურად
დუტა სხირტლაძე 1973 წლის 6 ივლისს, თელავში დაიბადა. სხირტლაძე დედის გვარია, ნამდვილი გვარი კი ვალიცკია. როგორც მსახიობ აღნიშნავდა, მამის მხრიდან ბებია სომეხი ჰყავს, ვალიცკი კი პოლონური წარმოშობის გვარია. “მე…
-
რა ელის საქართველოს ამ მძიმე ჟამს – ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
სოციალურ ქსელში ცნობილი ნათელმხილველის ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ვრცელდება: “ლელა კაკულია: დიახაც ვხედავ, ევროკავშირში საქართველოს დროშა ფრიალებს!!! ჩვენი დღევანდელი პუბლიკაცია სპეციალურად დავიწყეთ ქალბატონი ლელას 2014 წლის 19 მაისის ჩანაწერით, რათა…
-
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის ზაფხულის ბოლომდე გამდიდრება და წინსვლა ელის
ქალწულიქალწულებს თავიანთი ბუნებრივი ხიბლითა და ლიდერული თვისებებით 2024 წლის ზაფხულის ბოლომდე ახალი ბიზნესის, საქმის ან კარიერული შესაძლებლობების მოზიდვა შეუძლიათ. მომატებულ ენერგიასა და თავდაჯერებულობას იგრძნობთ, რაც დაგეხმარებათ, თქვენი შესაძლებლობები ბევრად…