2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
„ჩემი შვილის ეს ამბავი შესაძლოა, თქვენს შვილებსაც გადახდეთ“ – რა მოხდა 15 ივლისს თემქაზე
„თუ 15 ივლისს საღამოს 6-ის ნახევრიდან 6-საათამდე პერიოდში ვინმე იმყოფებოდა თემქის მე-3 მკრ.რ-ის მე-5 კვარტალში და შეესწრო აღნიშნულ ინციდენტს დამიკავშირდით” – სოციალური ქსელის მომხმარებელი, კატია ტერეზა ზოშჩენკო ემოციურ სტატუსს…
-
“ლევან პირველი მოწამლეს” – ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს (ვიდეო)
“ლევან პირველი მოწამლეს” – ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს: ნახვები : 4,127
-
ყველაფერი გადაშრება – მეცნიერები დედამიწასთან დაკავშირებით უმძიმეს პროგნოზს აქვეყნებენ და ვადას ასახელებენ
ტემპერატურის გამუდმებული ცვალებადობის გამო, 2100 წლისთვის დედამიწის ნახევარზე მეტი მშრალი იქნება. ამის შესახებ დასკვნა ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს. მათი მტკიცებით, კლიმატური ცვლილებები იმდენად სერიოზული იქნება, რომ 1880-იან წლებში შექმნილი…
-
რომელ რეგიონში არის მოსალოდნელი სეტყვა და ძლიერი ქარი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე…
-
“პოლიციას უმტკიცებდა, რომ ის გაძარცვეს და სცემეს”- 39 წლის მამამ 6 წლის ინვალიდი შვილი მდინარეში დაახრჩო
ავსტრიაში, ქალაქ სანკტ-იოჰანში, 39 წლის ფლორიან აპლერმა ინვალიდი შვილი, 6 წლის ლეონი, მდინარეში ჩააგდო, მანამდე კი, დანაშაულის გადაფარვის მიზნით, პოლიციას უმტკიცებდა, რომ ის გაძარცვეს და სცემეს. მოგვიანებით, პოლიციამ ლეონის…
-
მეტროს ვაგონებიდან ხალხი გამოჰყავთ – ნახეთ რა ხდება მეტროსადგურ სამგორში
მეტროსადგურ სამგორში ვაგონებიდან გამოიყვანეს ხალხი – როგორც ადგილზე მოქალაქეებს განუმარტეს, ვაგონი გაფუჭდა და მას გადაადგილების პრობლემა შეექმნა.ხალხი ამბობს, რომ მეტროს ბოლო ხანებში ხშირად ექმნება პრობლემა, რაც ისედაც გადატვირთულ მგზავრობას…