2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „2024 წლის 26 ივლისს გარდაიცვალა თემქის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი კობაიძე. დეკანოზი გიორგი დაიკრძალება კვირას, 2024 წლის 28…
-
ორმა მეწყერმა უკვე 257 ადამიანი იმსვერპლა, შესაძლოა სულ 500-მდე გაიზარდოს – ტრაგედიის ადგილიდან სანახავად უმძიმესი კადრები ვრცელდება
სამხრეთ ეთიოპიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა და შესაძლოა 500-მდეც კი გაიზარდოს. ამის შესახებ გაერო ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, წერს CNN-ი. მეწყერი გოფას ზონაში ძლიერი წვიმის შედეგად ორჯერ,…
-
“დაღუპულთა შორის ქალები, ბავშვები და პოლიციის თანამშრომლები არიან”- მეწყერს 157 ადამიანი ემსხვერპლა
ეთიოპიის სამხრეთით ჩამოწოლილ მეწყერს სულ მცირე 157 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაში ნათქვამი, ეთიოპიაში რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმს. უხვმა ნალექმა დიდი პრობლემები ქვეყნის სახრეთ ნაწილში…
-
VIDEO: „ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე“ – ორი წლის შემდეგ გახარია პირველად ასახელებს გადადგომის მიზეზს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია “საქართელოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, სადაც ქართველი ხალხის წინაშე დაშვებულ საკუთარ შეცდომასა და ვალზე საუბრობს. ნახეთ ვიდეო: ნახვები : 4,082
-
საქართველოში ორ დღეში რიგით მეოთხე მიწისძვრა მოხდა – დეტალები
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით, 22 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო. ნახვები : 5,300