2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
ვიდეო: „მოვკიდე ხელი და წამოვიყვანე სახლში“ – თედო ბექაურის და მისი მეუღლის სიყვარულის ისტორია
ვიდეო: „მოვკიდე ხელი და წამოვიყვანე სახლში“ – თედო ბექაურის და მისი მეუღლის სიყვარულის ისტორია. ნახვები : 2,550
-
-
“თურქი მესი”, ანჩელოტის ფავორიტი… ბიჭი, რომელმაც ქართველები “გააბრაზა” – ვინ არის არდა გიულერი და როგორ დაამხო რონალდუს რეკორდი
არდა გიულერის სახელი და გვარი ქართველებისთვის სასიამოვნო ემოციებთან არ ასოცირდება – ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს საქართველო სადებიუტო, ისტორიულ მატჩს ატარებდა თურქეთის წინააღმდეგ, ეს თამაში სადებიუტო იყო თინეიჯერი თურქი ტალანტისთვისაც, რომელმაც…
-
ღმერთო, ეს რა საშინელებაა… – ნახეთ რას წერს თიკა ფაცაციამ საზარელ კადრებზე
პარლამენტთან, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების დაშლას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ეხმაურებიან. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად მოიაზრებიან. „რატომ, რატომ?“ – წერს მოდელი და…
-
უბედური შემთხვევა სოფელ ღვანკითში – ადიდებულმა მდინარემ ადგილობრივი მცხოვრები გაიტაცა
თერჯოლას მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში უბედურ შემთხვევას ქალი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი მცხოვრები ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივებმა ცხედარი რამდენიმე საათში იპოვეს. ნახვები : 13,722
-
ექიმი ანზორ მელია მოსახლეობას აფრთხილებს
მოდის ზაფხული და აქტუალური ხდება წყალში შესვლის დროს უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების დაცვა, რაც ბევრმა ჩვენთაგანმა არ იცის. გთავაზობთ, ექიმ ანზორ მელიას რეკომენდაციებს, რომლებიც მან უკვე დიდი ხნის წინ შემოგვთავაზა…