2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
„ყველაფერი რაზეც დამოკიდებულები ვართ შესაძლოა გაქრეს… ხალხი ისევ ქვის ხანაში დაბრუნდება და ერთმანეთის მოკვლას დაიწყებენ“ – რას აცხადებს დენის ქუეიდი
„ახლოვდება დღეს, როდესაც არ გვექნება არც პური, არც წყალი და გაყინულ პიცასაც ვეღარ ვიშოვით – ამ კრიზისს გამოიწვევს ელექტრო ენერგიის სრული გათიშვა, ყველაფრის მიზეზი კი იქნება მზის ძლიერი გეომაგნიტური…
-
შარიათის მკაცრმა მიმდევარმა ცოლს ღალატის დროს შეუსწრო… აი რა იმოქმედა მან…
ღალატი ეს უპატიებელი შეცდომაა ადამიანის ცხოვრებაში, მამაკაცი იქნება თუ ქალი მნიშვნელობა არ აქვს და მსოფლიოს თითქმის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში საზოგადოებისთვის მიუღებელი საქციელია. ეს სიტუაცია უფრო რთულად მისაღებია საუდის არაბეთში,…
-
“ხატიას სოსოია” აღარ არის – მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში “მე ვხედავ მზეს”, რომელმაც ყველას შეაყვარა თავი, გარდაიცვალა
“სოსოიას“ ეკრანზე გამცოცხლებელი – დიდებული მხატვარი და შესანიშნავი ადამიანი, ბატონი გელა ჭიჭინაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. წუხელ, გვიან ღამით გავრცელდა მისი ქალიშვილის – ქრისტო ჭიჭინაძის “ფეისბუქსტატუსი” – მამა გარდაიცვალა. …
-
სასიხარული ინფორმაცია – ხელფასები 70%-ს 300-500 ლარით გაეზრდება – გადაამოწმეთ სიაში თქვენი თავი
პირველი ივლისიდან მასწავლებლების შრომის ანაზღაურება ახალ სახელფასო სისტემაზე გადადის. სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელთა 70%-ის ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშშია ნათქვამი. ნახვები…
-
“ხელები მიკანკალებს, ცუდად ვარ” – მადონა კოიძე ამის ნახვის შემდეგ შოკში ჩავარდა – ნახეთ რა აღმოაჩინა “სახალო კონტროლმა”
“ხელები მიკანკალებს, ცუდად ვარ” – მადონა კოიძე ამის ნახვის შემდეგ შოკში ჩავარდა – ნახეთ რა აღმოაჩინა “სახალო კონტროლმა” ნახვები : 3,203
-
ზოდიაქოს ამ 2 ნიშანს ივნისის ბოლოს განსაკუთრებულ იღბალი და წარმატება ელოდება – ნეხეთ დეტალები
მათ მცირე ძალისხმევა სჭირდებათ, ახალი მწვერვალების დასაპყრობად. ვერძი ვარსკვლავები ამბობენ, რომ ვერძისთვის კარიერაში ძალიან ხელსაყრელ პერიოდში დგება. თქვენ უნდა გაიუმჯობესოთ თქვენი უნარები და შეიტანოთ ახალი ცოდნა თქვენს საქმიანობაში. მაშინ…