2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
“მძიმე სიტუაციაა, მეწყრული პროცესი შეიძლება ნახევარ საათში განვითარდეს და მთლიანობაში ჩამოწვეს… რიკოთს სჭირს ის, რაც მოსალოდნელი იყო … ” – ნინო ჩხობაძე
„რიკოთს სჭირს ის, რაც მოსალოდნელი იყო: არასწორი პროექტი, ნაჩქარევად გაკეთებული გზა, შეცდომები მშენებლობისა და პროექტირების დროს, როცა არც პროფესიონალს მოუსმინეს, შედეგად მივიღეთ ის, რაც ვიხილეთ“ – ამის შესახებ „საქართველოს…
-
+33 გრადუსი – ამინდის განახლებული პროგნოზი
🌦 7 ივნისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს. 🌦…
-
“ეზოში თამაშობდა და უცებ ანევრიზმა…“ – რას წერენ 8 წლის შოთიკოზე, რომელიც უეცრად დაიღუპა?
ფეხბურთელი, 8 წლის შოთიკო ჭელიძე, მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ბავშვს გული გაუჩერდა. “ეზოში თამაშობდა და გული გაუჩერდა, ანევრიზმა. ერთხელ უთქვამს მხოლოდ, ცოტა ვერ ვარო და ანალიზებზე უთხრეს, ყველაფერი კარგად…
-
ექიმი ანზორ მელია მოსახლეობას აფრთხილებს
მოდის ზაფხული და აქტუალური ხდება წყალში შესვლის დროს უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების დაცვა, რაც ბევრმა ჩვენთაგანმა არ იცის. გთავაზობთ, ექიმ ანზორ მელიას რეკომენდაციებს, რომლებიც მან უკვე დიდი ხნის წინ შემოგვთავაზა…
-
კვარაცხელიას ამ საქციელმა იტალიელები გააკვირვა და ძალიან გაახარა – რა დააფიქსირეს კამერებმა თურქეთთან მატჩში
ნეაპოლური მედია ავრცელებს ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოს თურქეთთან მატჩში. კვარას ნაპოლის დამცავები ეკეთება ფეხებზე, რამაც ნეაპოლელები ძალიან გაახარა და გააკვირვა კიდეც. “შეიძლება გუნდიდან მიდის, თუმცა ამ საქციელმა გამაკვირვა. ნაპოლი ყოველთვის…
-
“კიდევ იტყვის ვინმე, რომ სასწაულები არ ხდება?” – მარიტა მეფარიშვილის უფროსი და, ნუცა, პატარა დასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
2022 წლის13 ოქტომბერს ვაკის პარკში თამაშისას 13 წლის მოზარდებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, გამოსატანად შესულ ბავშვებს კი დენმა დაარტყა. ორი მათგანი მძიმედ დაშავდა, თუმცა ისინი ახლა თავს კარგად გრძნობენ; ერთ-ერთის,…