2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
ფოტო: „ყველაზე ბედნიერი უნდა იყო…”- მარიამ როინიშვილი რჩეულს დაბადების დღეს ულოცავს
მარიამ როინიშვილი რჩეულთან, მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკთან ერთად ფოტოს აქვეყნებს. დღეს ვახო იუბილარია და მარიამი მას განსაკუთრებულად ულოცავს: „ყველაზე ბედნიერი უნდა იყო, სხვანაირად არ შეიძლება…“ ნახვები :…
-
თაკო ტაბატაძემ ახალი რჩეული გამოაჩინა? – რას აქვეყნებს მსახიობი?
მსახიობი თაკო ტაბატაძე სოციალურ ქსელში მსახიობ გიგი დათიაშვილთან ერთად საერთო “სთორის” აქვეყნებს. ცნობისთვის, მსახიობი თაკო ტაბატაძე, შეყვარებულს სპორტსმენ ნუგზარ სპანდერაშვილს დაშორდა. წყვილის სოციალურ ქსელში გამოჩენა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა,…
-
“ანუკი, ყველა მოუთმენლად ველით” – ანუკი არეშიძემ ძალიან მაგარი ინფორმაცია გვაცნობა
ანუკი არეშიძე პარფიუმერიის ხაზის გამოშვებას გეგმავს. დიზაინერი სოციალურ ქსელში საკუთარი ბრენდის კოსმეტიკით გაკეთებული მაკიაჟით პოზირებს. ,,მოუთმენლად ველოდებით…ძალიან ლამაზი ხარ”, – ვკითხულობთ კომენტარებში. ნახვები : 3,207
-
VIDEO: „ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე“ – ორი წლის შემდეგ გახარია პირველად ასახელებს გადადგომის მიზეზს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია “საქართელოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, სადაც ქართველი ხალხის წინაშე დაშვებულ საკუთარ შეცდომასა და ვალზე საუბრობს. ნახეთ ვიდეო: ნახვები : 2,523
-
ვინ არის 61 წლის გრიგორი ლეპსის 18 წლის რჩეული – “გოგონა უმდიდრესი ოჯახიდანაა…”
რუსული მედიის ინფორმაციით, ქართული წარმოშობის რუსმა ვარსკვლავმა გრეგორი ლეპსმა საზოგადოებას თავისი საცოლე წარუდგინა. ერთ-ერთ მუსიკალურ დაჯილდოებაზე 61 წლის ახალგაზრდა გოგონასთან ხელჩაკიდებული მივიდა. როდესაც ჰკითხეს, იყო თუ არა ის მისი საცოლე, რომელზეც…