2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
„ლამაზი შვილების ლამაზი დედა…“ – იხილეთ, ანუკი არეშიძის უახლესი ფოტოები
მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში გამომწერებს უახლეს ფოტოებს უზიარებს. ფოტოებმა საზოგადოების ყურადღებაც დაიმსახურა: „როგორი ლამაზი ხარ ანუკი“ „ლამაზი შვილების, ულამაზესი დედა“ „საამაყო ქალბატონი, დაგლოცოთ უფალმა“, – წერენ სოციალურ…
-
ივნისის შუა რიცხვები ბედნიერი მომავლისკენ ორ ზოდიაქოს ნიშანს გაუხსნის კარს და რომელია ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც ივნისიდან ფინანსურად გაუმართლებს
ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომელთათვისაც უახლოეს მომავალში ახალი კარი გაიხსნება. შესაძლოა მათ ვერ შეამჩნიეს ის შესაძლებლობები, რაც მათ სამყარომ გაუგზავნა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვლება. ვერძი ვერძმა შეიძლება მიიღოს ძალიან…
-
თაკო ტაბატაძემ ახალი რჩეული გამოაჩინა? – რას აქვეყნებს მსახიობი?
მსახიობი თაკო ტაბატაძე სოციალურ ქსელში მსახიობ გიგი დათიაშვილთან ერთად საერთო “სთორის” აქვეყნებს. ცნობისთვის, მსახიობი თაკო ტაბატაძე, შეყვარებულს სპორტსმენ ნუგზარ სპანდერაშვილს დაშორდა. წყვილის სოციალურ ქსელში გამოჩენა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა,…
-
როგორი ამინდი იქნება ხვალ – პროგნოზი ქალაქების მიხედვით
11 ივნისის მეტეოროლოგიური პროგნოზი საქართველოს ქალაქებში: თბილისი – ღამით +16°, დღისით +30°, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სოხუმი – ღამით +16°, დღისით +30°, უმეტესად უნალექოდ. ბათუმი – ღამით +17°, დღისით…
-
ხვალინდელი, 11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ხართ, ამიტომ ზოგჯერ მეტისმეტად ენერგიული და ხალისიანი ადამიანები გიზიდავთ. ეცადეთ, ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ…
-
“მეგობრებო, ბაბუასთან რომელთანაც ვმუშაობ არის 90 წლის, წეღან მითხრა ცოლად გამომყევიო მთელ ქონებას დაგიტოვებო და რას ფიქრობთ” – ქართველი ემიგრანტი
ქართველი ემიგრანტი დახურულ ჯგუფში “ჩვენ ამერიკაში” მოულოდნელ პოსტს აქვეყნებს სადაც წერს, რომ მოხუცმა, რომელთანაც მუშაობს ცოლობა შესთავაზა და ქონების დატოვებას დაჰპირდა. “მეგობრებო, ბაბუასთან რომელთანაც ვმუშაობ არის 90 წლის, წეღან…