2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
ნახეთ, ვის გაეზრდება ხელფასები ივლისიდან
განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, 1-ლი ივლისიდან მასწავლებლების შრომის ანაზღაურება ახალ სახელფასო სისტემაზე გადადის. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელთა 70%-ის ხელფასი საშუალოდ 500…
-
“ხატიას სოსოია” აღარ არის – დიდებული მხატვარი გელა ჭიჭინაძე, რომელმაც ფილმიდან “მე ვხედავ მზეს” შეაყვარა ყველას თავი, გარდაიცვალა
“სოსოიას“ ეკრანზე გამცოცხლებელი – დიდებული მხატვარი და შესანიშნავი ადამიანი, ბატონი გელა ჭიჭინაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. წუხელ, გვიან ღამით წავიკითხე ბატონი გელას ქალიშვილის – ქრისტო ჭიჭინაძის “ფეისბუქსტატუსი”, მამა გარდაიცვალაო. თითქოს გული ჩამწყდა, რადგან……
-
სად იქნება დღეს სეტყვა და ქარის გაძლიერება – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის პროგნოზს აქვეყნებს: „დღეს 11 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში, ასევე, დედაქალაქში, მოსალოდნელია ხანმოკლე…
-
„თუ არ გადაირევა საქართველო, კარგი იქნება…“ – მიხეილ ცაგარელის პროგნოზი ევროპის ჩემპიონატის წინ
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ცხადია, მღელვარება იმატებს. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ მატჩებიდან სენსაციურ ამბებს უნდა ველოდოთ. „ჰაერში სენსაციის სურნელი დადის, მე ვგრძნობ. რაღაც ისეთი…
-
ოთხი შვილის დედა გიგანტურმა პითონმა გადაყლაპა! – როგორ და სად მოხდა შემზარავი შემთხვევა?
გასულ კვირას, ინდონეზიაში შემზარავი შემთხვევა მოხდა. ოთხი შვილის დედა, ფარიდა, ადგილობრივ ბაზარში წავიდა, საიდანაც ის გაუჩინარდა. როდესაც ქალი საღამოს სახლში არ დაბრუნდა, მეუღლემ ადგილობრივებთან ერთად ცოლის მოძებნა დაიწყო. მოხალისეებისგან…
-
“ასეთ შემთხვევაში ბანკს მოუწევს სესხის ჩამოწერა” – რა შემთხვევაში აღარ მოგიწევთ სესხის გადახდა?
ვის ეკისრება სესხზე პასუხისმგებლობა მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში? ამ თემაზე დეტალურად საუბრობს “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე. ნახვები : 2,375