2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
“მდინარე ადიდდა, მოგლიჯა ხეები და პატარა ხიდები… გთხოვთ გააფრთხილოთ მეზობლები” – რა შემაშფოთებელ ინფორმციას ავრცელებს მერის წარმომადგენელი
“მდინარე ტანა ადიდდა, ბობნევს გამოსცდა, მოგლიჯა ხეები და პატარა ხიდები”, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ატენის თემში მერის წარმომადგენელი, შოთა ვანიშვილი ავრცელებს. “ყურადღება. მდინარე ტანა ადიდდა ბობნევს გამოსცდა…
-
“ვინც თურქეთში სამკურნალოდ დადის მათ საყურადღებოდ ვწერ…” – თურქეთში მცხოვრები ქართველი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
“ვინც თურქეთში სამკურნალოდ დადის მათ საყურადღებოდ ვწერ…” – თურქეთში მცხოვრები ქართველი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს. “ყურადღება !ვინც დადის თურქეთის რესპუბლიკაში სამკურნალოდ იმ ხალხის საყურადღებოდ ვწერ და ვინც უამრავ თანხას იხდის…
-
სეზონურ გრიპებთან დაკავშირებით ექიმი ივანე ჩხაიძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს – ეს ყველამ უნდა იცოდეთ
ქვეყანაში სეზონური ვირუსების გავრცელების მაჩვენებელზე დღეს იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, სეზონური ვირუსების პერიოდი წელს გახანგრძლივებულია და, ბოლო წლებში, ეს…
-
სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც დღეიდან ამოქმედდა
სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც დღეიდან ამოქმედდა: „თიბისის“ ბარათებით მგზავრობა უკვე შესაძლებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტში შემდეგ ქალაქებში:ახალციხე, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ყვარელი, მცხეთა, დმანისი, ბაღდათი. ნახვები : 5,445
-
უამრავ ადამიანს ეს ჯარიმები ჩამოეწერება და გაუნულდება – რა ინფორმაცია გახდა ცნობილი
დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც 2000-მდე ჩვენს მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, – ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით ჯარიმისგან გათავისუფლდება…
-
ლარი მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8646 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8646 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8490…