2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
რა აღმოაჩინეს სმიტების ფოტოაპარატში, რომელიც გადამალული იყო? – დასტურდება თუ არა მწყემსის დანაშაული?
2018 წლის 4 ივლისს ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის 3 წევრი მოკლეს. საქართველოში მცხოვრები ამერიკელი წყვილის, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის ვაჟის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მალხაზ კობაურია. მას…
-
სამი უფროსკლასელი 10 წლის ბიჭს სკოლაში რამდენიმე დღე აუპატიურებდა – რა განაჩენი გამოუტანა სასამართლომ?! შემზარავი საქმის დეტალები
სასამართლომ განაჩენი გამოუტანა 3 მოზარდს, რომლებმაც უმცროსკლასელი ბიჭი გააუპატიურეს. შემზარავი ამბავი 2023 წლის იანვარში, ტივას რესპუბლიკის პატარა დაბაში მოხდა. სამმა უფროსკლასელმა 10 წლის ბიჭი საზოგადოებრივ საპირფარეშოში შეიყვანა და გააუპატიურა.…
-
ნახეთ რა არის ნამდვილი მიზეზი, რატომ არ ათამაშეს ბუდუ ზივზივაძე, ამას არავინ ელოდა
ირაკლი ხუფენია ფეისბუქზე ფოსტის აქვეყნებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “არა რუსულ კანონს” ეს რომ მკაფიოდ დააფიქსირა ბუდუ ზივზივაძემ, სწორედ ამიტომ არ დააყენა ძირითადში კალას კლანმა. ესაა მწარე სიმართლე. ნახვები :…
-
სტიქია კახეთში – ნახეთ, რა ხდება ამ წუთებში ადგილზე?
ახეთში თელავის რაიონში სტიქია იყო. გლეხებს გაუნადგურა ნარგავები. იხილეთ, რა ხდება ადგილზე. “საშინელი სეტყვა მოვიდა თელავის რაიონში, განადგურებულია მრავალწლიანი და ერთწლიანი ნარგავები”– წერია პოსტში. ნახვები : 8,169
-
ლარი გაუფასურებას კვლავ განაგრძობს – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას?
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8664 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8664 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8646…
-
ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, დაღუპულია 11 ადამიანი – სად დატრიალდა ტრაგედია – დეტალები
ჩინეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, შენსის პროვინციაში ძლიერი წვიმების შედეგად საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. უბედური შემთხვევა ჩინეთში გამთენიისას მოხდა. პირველადი ინფორმაციის თანახმად, ხიდის…