2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
9-15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული უხერხულობის ატანა მოგიწევთ, შედეგი შესანიშნავი იქნება: ხელფასის გაზრდის ან მომავლის გარკვეული პერსპექტივის სახით. ბევრს კვირა პოზიტიური მოვლენებით დაგამახსოვრდებათ. ეს არის შემოქმედებითი წარმატების დრო, ამიტომ…
-
🎥 დების შეხვედრა – ნოე სულაბერიძე შვილების ვიდეოს აქვეყნებს
პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი, მეორე გოგოს მშობლები გახდნენ. მშობლებმა პატარას ლილი დაარქვეს. ამჯერად ნოე სულაბერიძე ახლადშეძენლი ქალიშვილისა და პატარა ანნას შეხვედრის კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც…
-
ქუჩაში ხალხი მოულოდნელად იძინებს და რამდენი დღე აღარ იღვიძებენ – ნახეთ ყაზახეთში წარმოუდგენელი რამ ხდება
დედამიწაზე ბევრი უცნაური მოვლენა ხდება. დღევანდელ სტატიაზე ვისაუბრებთკიდევ ერთზე, ამჯერად ვმოგზაურობთ ყაზახეთში. კალაჩი- სოფელი ყაზახეთში, სადაც იდუმალებით აღსავსე შოკისმომგვრელი ფაქტები დღესაც აქტიურად გვხვდება. უცნაური მოვლენები 2 წლის წინ დაიწყო.…
-
ეს არის ძალიან საგანგაშო ჩვენი ორგანიზმისთვის“ – ზაზა თელია განმარტავს, რატომ არის სიცოცხლისთვის საშიში “შილაკის” 1 პროცედურაც კი
ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ გელ-ლაქის, იმავე – “შილაკის” საფრთხეების შესახებ, ფრჩხილების მოვლის ეს პროცედურა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, ყველაზე პოპულარულია. პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ მისი საფარი ფრჩხილზე…
-
„დაიმახსოვრეთ…“ – ალბანელი ქომაგები ქართველ ფეხბურთელებს მიმართავენ
10 სექტემბერს ალბანეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია. Albanian football-ი ოფიციალურ გვერდზე კი ასეთ პოსტს აქვეყნებს: „როდესაც ალბანეთი საქართველოს დაუპირისპირდება. Air Albania ბოლომდე შეივსება. დაიმახსოვრეთ, ევროპის…
-
სამწუხაროდ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების დატოვებას აპირებს?
Get French Football News-ის ცნობით, სტეფანო პიოლის “ალ იტიჰადის” მწვრთნელად დანიშვნა მოულოდნელად საეჭვო გახდა და საუდის არაბეთის კლუბი ოთხი ფრანგი სპეციალისტის დანიშვნას განიხილავს. ესენი კრისტოფ გალტიე, ლორან ბლანი, ერვე…