2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ასტროლოგები
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი სანამ იმ ნივთს შეიძენთ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ, კარგად დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან…
-
“სირცხვილია! არ უჩნდება ნახვის, ან იმის მოსმენის სურვილი, რასაც ბოდავს?!”– რას წერს ნინო ალადაშვილი საქართველოს ნაკრებზე
პოეტი ნინო ალადაშვილი საქართველო-ჩეხეთის თამაშისას კომენტატორების წაყვანის მანერაზე წერს: ,,დღეს გადავახვიე, ხელახლა ვნახე ფეხბურთის მატჩი, მინდოდა კიდევ ერთხელ მიმეღო სიამოვნება თამაშით და საშინლად გავბრაზდი ჩვენს კომენტატორებზე (მაშინ სად მეცალა…
-
“მარიამს წყლის შიში ჰქონდა, არავინ იცის ტბაში თავად ჩავიდა თუ ჩააგდეს… ბავშვებმა სხვადასხვა ჩვენება მისცეს” – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული 15 წლის გოგოს ახლობლები?
თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში 15 წლის მოზარდი მარიამ ბენაშვილი გარდაიცვალა, რომელიც 20 დღის წინ დედოფლისწყაროში, მშენებარე პარკის ხელოვნურ ტბაში შეუძლოდ გახდა. მოზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახის ახლობლებმა სოციალური ქსელით გაავრცელეს.…
-
“ცოტა გაუგებარია, ხალხი რომ წერს, დედა გამოაჩინეო”- თამუნა მუსერიძე ახალ მიმართვას ავრცელებს
ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მორიგ მიმართვას ავრცელებს და პასუხობს იმ ხშირად დასმულ კითხვებს, რომელიც ძირითადად, დედას ეხება. „მესმის, რომ დედის მხარის მიმართ ინტერესი დიდია… მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ უმეტესობა საქართველოში…
-
ვიდეო : 15 წლის ანასტასია გოგიჩაიშვილის ბრწყინვალე გამოსვლა ფრანგულ საბავშვო „ვოისში“ – ქართველმა მონაწილემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა
ქართველი მონაწილის წარმატებული გამოსვლა ფრანგულ საბავშვო „ვოისში“ – 15 წლის ანასტასია გოგიჩაიშვილმა ბრმა კასტინგი წარმატებულად გადალახა და კონკურსის პირველ ტურში ბარბარა სტრეიზანდის სიმღერის შთამბეჭდავი შესრულებით ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა. ნახვები :…