2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
რატომ გაგვამწარე რა ლამაზი ხარ მიწისთვის – ახლობლები ახაგაზრდა გოგოს ემშვიდობებიან
ჩემო ბავშვობავ რატომ გაიმეტე ყველა ასე რატომ გაგვამწარე რა ლამაზი ხაარ მიწისთვის – სამწუხარო ინფორმაციას მეგობრის გარდაცვალების შესახებ, სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი ბელა კრასოვსკაია ავრცელებს. 28 წლის თიკო გედენიძეს სოციალურ…
-
ბავშვების საფლავებს ძარცვავდა და ცხედრებს თოჯინებად აქცევდა – ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა
ანატოლი მოსკვინი ისტორიკოსი, პოლიგლოტი, ჟურნალისტი და ნეკროპოლისტი (სამარხებს სწავლობდა) იყო, საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობდა და მის შესახებ ცუდად არავინ საუბრობდა…ვერავინ იფიქრებდა, რომ ერთ დღესაც მას მსოფლიო გაიცნობდა, როგორც საფლავების მძარცველს…
-
ინფორმაცია მათთვის, ვინც სამსახურს ეძებს… – „ხელფასები 1000-დან 2000 ლარამდე მერყეობს“
დედაქალაქის მერია 400-მდე ვაკანსიას აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციითვე, საუბარია, შპს „თბილსერვის ჯგუფში“ არსებულ ვაკანსიებზე. „მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ. თბილისის…
-
რა სიტყვები თქვა სასამართლოზე ოთარ ცინდელიანმა, რომელმაც დუმილი პირველად დაარღვია? – მას სასტიკი მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
“ვინანიებ ჩადენილს, არაფერი მაქვს სათქმელი,” – ამ სიტყვებით დაარღვია ოთარ ცინდელიანმა 7 თვიანი დუმილი და მის მიერ ჩადენილ მძიმე დანაშაულზე საუბარი ბოლო სხდომაზეც აღარ ისურვა. განაჩენი ცნობილია – 21…
-
”მე და გია სინამდვილეში იმიტომ დავშორდით რომ”… – ნახეთ თაკო ტაბატაძემ წლების შემდეგ გია ბაღაშვილთან დაშორების ნამდვილი მიზეზი გაამხილა
ქართველი მუსიკოსი და მისი მეუღლე უკვე სამი წელია ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ და ამ ამბავმა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. წყვილმა 2009 წელს იქორწინა, იმჟამად თაკო 18 წლის იყო და მიუხედავად…
-
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა – რა ინფორმაცია გახდა ცნობილი
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა – რა ინფორმაცია გახდა ცნობილი მოსკოვში ტელეჟურნალისტი ნიკოლაი სვანიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ გაზეთი Московский комсомолец იტყობინება. ინფორმაციას ადასტურებს უფლებადამცველი ევა მერკაჩევა. სვანიძე 69 წლის იყო.…