2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
ნასამ მზის მიდამოებში უზარმაზარი უცხო ობიექტი დააფიქსირა – რას ამობობენ მეცნიერები რომლებიც შოკში ჩააგდო აღმოჩენამ
ნასას ტელესკოპის მიერ გადაღებული მზის ფოტოსურათების შესწავლისას ვირტუალურმა უფოლოგებმა აღმოაჩინეს გიგანტური უცხო ობიექტი, რომელიც დედამიწაზე დაახლოებით 25-ჯერ მეტია. უცნაურ ობიექტზე, რომელიც ჩვენი ვარსკვლავის მიდამოებში დაფიქსირდა, წერს Express”-ი. როგორც ცნობილმა…
-
ლიფტი მე-16 სართულიდან მოწყდა, იქ მყოფი პირი ადგილზე დაიღუპა – ბათუმში ტრაგედია დატრიალდა
ბათუმში ლიფტის ჩავარდნას 1 პირი ემსხვერპლა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა TV25 ავრცელებს და წერს, რომ ლიფტი მე-16 სართულიდან მოწყდა და იქ მყოფი პირი ადგილზე დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სამაშველო,…
-
VIDEO: „მე და გიორგიმ ერთმანეთი 2019 წელს გავიცანით…“ – თი მაჭავარიანი შეყვარებულზე საუბრობს
ბლოგერმა თი მაჭავარიანმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეყვარებული გამოაჩინა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მისი რჩეული „ჰოთქარდის“ დამფუძნებელი, გიორგი ჭავჭანიძეა. მოგვიანებით, თიმ გამომწერების კითხვებს უპასუხა, სად და როგორ გაიცნო მან…
-
18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ასტროლოგები
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს ყველაზე მეტად დასვენება ან განმარტოებით მუშაობა გსურთ, რომ ხელი არავინ შეგიშალოთ. რა გასაკვირია, დროდადრო, განტვირთვა ყველას…
-
„სასამართლოზე უჩა აბაშიძის მეუღლემ დანაშაული აღიარა: ის სექსუალურ მომსახურებას უწევდა მამაკაცებს, ასევე პროცესის გადაღება და კადრების შენახვა ხდებოდა” – მინიმუმ 80 კაცია, რომელთანაც მარიამ იაშვილის ინტიმური კავშირი არის გადაღებული…
„ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დანაშაული აღიარა და უდავოდ ცნო ბრალდების მტკიცებულებები”, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ანი ხახანაშვილმა დახურული სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა. მისივე…