„უფროსი ბავშვები კიოდნენ, კარი რომ გავაღე, ცეცხლი შემომივარდა…“ – რას ჰყვებიან მეზობლები ზუგდიდში გაჩენილ ხანძარზე, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა

შემზარავი ტრაგედია ზუგდიდში – ბინაში გაჩენილი ხანძრის დროს ტყუპი ბავშვები დაიწვნენ. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს კიდევ ორი მოზარდი გადარჩა. როგორც გადარჩენილი ბავშვები ჰყვებიან, პატარები ვერ გააღვიძეს.

მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ბრიგადა დროულად მივიდა და ოპერატიულად მოხდა ცეცხლის ჩაქრობა,  საშინელი ტრაგედია დატრიალდა.

„ჩემთან შემოვარდა 2 ბავშვი, კარი გამიღეო, კიოდნენ, კარი რომ გავაღე, ცეცხლი შემომივარდა, ორივე შიგნით შემოვიყვანე და კარი მივხურე, ვერ გაგიშვებ, შენც დაიწვები მეთქი, მეუბნებოდა, ბავშვებს გამოვიყვან შიგნიდანო.

მათ არანაირი დამწვრობა არ ჰქონდათ, ცეცხლი რას გაუჩნდა, არ ვიცით…“ – ამბობს მეზობელი.

„ცეცხლი 01:30 საათზე გაჩნდა, სახანძროში დარეკეს, მაგრამ არაფერმა უშველა.

ტყუპები 5 წლისები იყვნენ. გადარჩენილები გოგო და ბიჭი არიან – მეხუთე და მეექვსე კლასელები, მშობლები წასულები არიან სადღაც,  დედა მუშაობდა, თხილზე დადიოდა.

სოციალურ სამსახურს ბავშვები წაყვანილი ჰყავდა, მაგრამ შემდეგ დედამ დაიბრუნა, რადგან შემოსავალი ჰქონდა.

უფროს და-ძმასთან ტოვებდა ხოლმე, გოგო ისეთი ჭკვიანია, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა“, – ამბობს ადგილობრივი.

შესაძლოა დაგაინტერესოთ
  • თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    აღმოსავლეთ თურქეთში, ბინგოლის პროვინციაში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კარლიოვის რაიონში, ადგილობრივი დროით 21:15 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების განმარტებით,…

    თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
  • გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი ამ დღეს ბევრი სერიოზული საუბარი გელით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრების დროს სიმშვიდე და ობიექტურობა შეინარჩუნოთ. ემოციებით სავსე ხართ და გარშემო მყოფებიც თითქოს განგებ თქვენს გაღიზიანებას ცდილობენ.ზოგჯერ თქვენი კრიტიკული…

    გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?

    საქართველოში 17.50 წუთზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი ქვემო ბოდბე იყო. ნახვები : 6,525

    მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?
  • 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ორ­შა­ბა­თი, მთვა­რის მე­თექ­ვსმე­ტე დღე და­ი­წყე­ბა 21:15-ზე, მთვა­რე მერ­წყულ­შია მშვი­დო­ბი­ა­ნი საქ­მე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბებს მო­ე­რი­დეთ. კარ­გი დღეა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და­სა­წყე­ბად. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­მო­ი­ჩი­ნეთ ტაქ­ტი.…

    19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

    სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ საჯავახოში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. “მთავარ არხს”…

    ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
  • „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა 

    ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკოსი ბესო ჩირიკაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ერისიონი“ აქვეყნებს. „გარდაიცვალა „ერისიონის“ მუსიკოსი, შესანიშნავი პიროვნება, დიდი პროფესიონალი, ადამიანი, რომელმაც 35 წელი უერთგულა თავის საყვარელ საქმეს და ანსამბლს… დიდი დანაკლისია ბატონი…

    „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა