შემზარავი ტრაგედია ზუგდიდში – ბინაში გაჩენილი ხანძრის დროს ტყუპი ბავშვები დაიწვნენ. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს კიდევ ორი მოზარდი გადარჩა. როგორც გადარჩენილი ბავშვები ჰყვებიან, პატარები ვერ გააღვიძეს.
მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ბრიგადა დროზე მივიდა და ოპერატიულად მოხდა ცეცხლის ჩაქრობა, ადგილზე მისულებს საშინელი სურათი დახვდათ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
რა გახდა ტრაგედიის მიზეზი გამოძიება დაადგენს. მეზობლების თქმით, ქალი 4 ბავშვთან ერთად ბუკიას ქუჩაზე არსებული კორპუსის მეექვსე სართულზე ქირით ცხოვრობდა, სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.