რამდენიმე თვის წინ, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი ლაშა ია ფარულავას საავტორო გადაცემაში “ფარულ კონვერტში” იმყოფებოდა, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
გადაცემის ერთ-ერთ მონაკვეთში, იამ ლაშას კითხვა დაუსვა, თუ რა თანხის ოდენობის ჰქონდა ყველაზე მაღალი შემოთავაზება სხვა ქვეყნიდან, რაზეც მ უპასუხა:
“ყველაზე სარფიანი შემოთავაზება მქონდა, როდესაც ერთ-ერთი ქვეყანა 10 მილიონ დოლარს მაძლევდა, რათა მათი სახელით გამოვსულიყავი. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, პირველი ოლიმპიადა რომ მოვიგე, მაშინ წამოვიდა შემოთავაზებები“.