“ზღვაში იყო შესული და ტალღამ გაიტაცა” – ახალგაზრდა მორაგბე ზღვაში დაიხრჩო – უმძიმესი დეტალები

სამწუხარო ამბავი მოხდა საფრანგეთის 18-წლამდე ნაკრებისთვის სამხრეთ აფრიკაში, სადაც ასაკობრივი საერთაშორისო სერია იმართება, სადაც საქართველოც მონაწილეობს.

ფრანგი ახალგაზრები ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ ზღვაში იყვნენ შესულნი, როდესაც 17 წლის მორაგბე მედჰი ნარჯისი, კეთილი იმედის კონცხთან, ტალღამ გაიტაცა.

მაშველები ახალგაზრდა მორაგბეს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. მ ფაქტის შემდეგ საფრანგეთის ნაკრები ტურნირს ჩაეხსნა და განრიგშიც ცვლილებები შევიდა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ