ხვიჩა მანჩესტერ სიტიში? – ტრანსფერი რეალური ამიტომ გახდა

ესპანურმა Marca-მ დაწერა, რომ ხულიან ალვარესის მადრიდის ატლეტიკოში ტრანსფერი ხვიჩა კვარაცხელიას მანჩესტერ სიტიში გადასვლას შეუწყობს ხელს.

მანჩესტერელებმა ჯერ მხოლოდ სავინიო დაიმატეს, არგენტინელის ტრანსფერში მიღებული ფულის დაბანდეება კი ქალაქელებს შეტევის ახალი ფეხბურთელით გაძლიერებაში შეეძლებათ.

სიტი ახლა ერთბაშად სამ ფეხბურთელს აკვირდება, ესენია: ებერიჩი ეზე, როდრიგო გოეში და ხვიჩა კვარაცხელია. ამ უკანასკნელში დე ლაურენტისი მინიმუმ 100 მილიონს ითხოვს, რაც სიტის ებევრება, თუმცა გამორიცხული საერთოდ არაფერია, რადგან ქართველის კონტრაქტი ჯერ კიდევ ხელუხლებელია.
– წერს ესპანური გამოცემა.

ცნობისთვის, კვარაცხელია ნაპოლის უკვე დაუბრუნდა და 3 ამხანაგური შეხვედრა გამართა კიდეც, რა დროშიც ქართველმა 1 გოლი გაიტანა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ