სეზონურ გრიპებთან დაკავშირებით ექიმი ივანე ჩხაიძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს – ეს ყველამ უნდა იცოდეთ

ქვეყანაში სეზონური ვირუსების გავრცელების მაჩვენებელზე დღეს იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, სეზონური ვირუსების პერიოდი წელს გახანგრძლივებულია და, ბოლო წლებში, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა 8 თვის განმავლობაში ვირუსი აქტიურად ცირკულირებს.

“საქართველოში არ ყოფილა არასდროს ივნისის თვეში გრიპის შემთხვევები დაფიქსირებული იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც არის ახლა. თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას, 14%, 16%, 18% – ასეთია გრიპის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში, ბოლო კვირების განმავლობაში კლინიკებში.

მომართვიანობა რჩება შეუფერებელი ივნისის თვისთვის. 25 საწოლზე არის რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი, ახლა ჩვენ გვიწევს ალბათ 40-ზე მეტი პაციენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ გრიპისა და მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონური პერიოდი არის გახანგრძლივებული,“ – აცხადებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

შესაძლოა დაგაინტერესოთ