პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა. პეტრიაშვილმა ირანელი მეტოქე ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა. მანამდე, ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა.
მედიაში ვრცელდება ვიდეო, სადაც 6 წლის გენო პეტრიაშვილი სამომავლო გეგმებზე საუბრობს:
რომ გავიზრდები მე გამოვალ მოჭიდავე, დამიმახსოვრეთ მე ვარ გენო პეტრიაშვილი! – ამბობს ჩემპიონი.
ვიდეო: