სასტუმროს ვერტმფრენი შეეჯახა: არის მსხვერპლი, მიმდინარეობს დამსვენებლების ევაკუაცია

ავსტრალიის ქალაქ კერნსში 12 აგვისტოს, გამთენიისას ვერტმფრენი ზღვისპირა სასტუმროს სახურავზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც პილოტი დაიღუპა. ამის შესახებ CNN-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.  

პოლიციის განცხადების თანახმად, ავარიის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით ღამის 01:50 საათზე მიიღეს. ინციდენტის შედეგად სასტუმროს თავზე ხანძარი გაჩნდა. შენობის ევაკუაცია განხორციელდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

პოლიციამ ტურისტული ზოლის ტერიტორია გადაკეტა. ჩარტერულმა კომპანია Nautilus Aviation-მა განაცხადა, რომ ოფიციალურ პირებთან ერთად იძიებს კომპანიის ერთ-ერთი თვითმფრინავის „არაავტორიზებული გამოყენების“ ფაქტს. 

როგორც CNN-ს DoubleTree by Hilton Hotel-ის წარმომადგენელმა განუცხადა, ინციდენტის დროს შენობაში 421 ზრდასრული და 50 ბავშვი იმყოფებოდა. მათთან ერთად ევაკუირებულია სასტუმროს ორი თანამშრომელი. სასტუმროში აცხადებენ, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ. 

შესაძლოა დაგაინტერესოთ