ავარია სენაკში – დაიღუპა 1 და დაშავდა 4 ადამიანი

სენაკში გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და   მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავარდა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შესაძლოა დაგაინტერესოთ