თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელია. ქართველი ფალავანი ფინალში პრინციპულ მეტოქეს ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდა და მოუგო. მან ირანელი 10:9 დაამარცხა.
ნახევარფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი დაამარცხა.
დრამატული და დაძაბული ფინალის შემდეგ მაყურებელმა მთავარი, დაჯილდოების ცერემონია იხილა. კვარცხლბეკზე ორი ქართელი იდგა. გენოსთან ერთად იქ იყო გიორგი მეშვილდიშვილიც, რომელიც ჰიმნს გენოსთან ერთად აჰყვა და ეს ცერემონიის ერთ-ერთი ემოციური ნაწილი იყო.
- როგორც აღმოჩნდა, გიორგი მეშველდიშვილი შოვის ტრაგედიის ერთ-ერთი გმირია, რომელიც სტიქიის ეპიცენტრში იყო და ხალხის გადარჩენას ცდილობდა
“ტყიდან გამოვარდა გოლიათი, რომელიც მშველელად მოგვევლინა, ტალახში შევარდა და გამოყვანა დაიწყო ხალხის” – ამას შარშანდელი შოვის ტრაგედიდან ყვებოდა თვითმხილველი ხალხი. ესაა აზერბაიჯანის სახელით რომ ასპარეზობს ეს დიდი გულის ბიჭი, ონში დაბადებული ჩემპიონი გიორგი მეშველდიშვილი.
საამაყო ბიჭია ნამდვილად მეც განსაკუთრებით მეამაყება ვაჟკაცი ჩემი რაჭიდან!“ – წერს მაკა მუკვანი, შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ, ფალავანის გახსენებისას.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში სტიქიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანთა სიცოცხლე შეიწირა. სამძებრო- სამაშველო სამუშაოები 84 დღეზე მეტხანს გაგრძელდა.
წყარო: https://www.ambebi.ge/