როდის დაიწყება სწავლა სკოლებსა და ბაღებში

სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბრიდან დაიწყება. 

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონით, საჯარო სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუმცა, თუ 15 სექტემბერი დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება.

წელს 15 სექტემბერი კვირა დღეს ემთხვევა, შესაბამისად, მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს 16 სექტემბრიდან დაიწყებენ.

შესაძლოა დაგაინტერესოთ