ქართველი მოფარიკავე სანდო ბაზაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„არ მინდოდა და არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს!!! როგორი სამწუხაროა რომ არ მომეცით იმის საშუალება ის სიხარული მეგრძნო, რასაც ნამდვილად ვიმსახურებდი და მეკუთვნოდა ყველაზე მეტად ამ სპორტში… ღმერთმა იცის რამხელა შრომა გავწიე მე ამ ყველაფრისთვის. იმედია სინდისი მაინც შეგაწუხებთ ოდესმე და აღიარებთ ამ უსამართლობას …. ყველაფერი ხდება თურმე 2 ოლიმპიადა ისე გავიარე, სადაც მე ნამდვილად ვიმსახურებდი იმ სიხარულს და გამარჯვებებს, ოლიმპიურ მედლებს!!! მედლები მომპარეთ და ეს უბრალოდ რეალობაა და ფაქტია.. თქვენ გგონიათ რომ მე გამტეხეთ, რაც სულ გინდოდათ და დამამარცხეთ, მაგრამ არაა … ვერ!!!! არ მოგცემთ ამ ბედნიერებას …. მე დავბრუნდები კიდევ ისეთი ძლიერი, როგორიც სულ ვიყავი და ამას ვამტკიცებდი მთელი ჩემი კარიერის მანძილზე… უამრავი დაბრკოლების და არასამართლიანი მსაჯების მიუხედავად…. მე ჩემი სათქმელი ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი!!! ვერ გამტეხავთ !!! მადლობა თითოეულ ადამიანს და ჩემ ქვეყანას ვინც გვერდში დამიდგა და მიდგას და მადლობა დღევანდელ დღეს ლაშას და გენოს, რომლებმაც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცეს, რომ ვებრძოლო უდიდეს უსამართლობას! ყველაფერი შესაძლებელია!! ვაგრძელებ და გავაგრძელებ ბრძოლას და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან, მე სანდრო ვარ ბაზაძე და ეს იმას ნიშნავს რომ მე წაგებას არ ვეგუები და უსამართლობას !!!! სასაცილო ის არის რომ არ წამიგია და ანუ უსამართლობას ვებრძვი და გავაგრძელებ და დავამარცხებ!!! მიყვარხარ საქართველო და ქართველნო!!! არ გაჩერდე, ყველაფრის მიუხედავად! ვულოცავ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ დღეს!!! ლაშა , გენო მიყვარხართ!!!”. – წერს ბაზაძე.