ხათუნა ჟორდანია ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მისი მეუღლის ზურა ხაჩიძისა და ქეთა თოფურიას ყოფილი ურთიერთობა გაიხსენა.
“როდესაც ზურასთან დავიწყე სიარული, რატომღაც ამ ურთიერთობას ცოტა არასერიოზულად ვუყურებდი. გვიყვარდა ერთმანეთი, ვხვდებოდით, მაგრამ ის რომ ჩვენ შორის ასაკობრივი ზღვარი იყო, ეს ძალიან მოქმედებდა… ეს შეიძლება დღეს დიდად არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაშინ ნიშნავდა…ვფიქრობდი, გვეყვარება ერთმანეთი სანამ გვეყვარება და მერე დავიშლებით-მეთქი. შვეიცარიაში წავედი სამი თვით და
იქიდან რომ დავბრუნდი ზურა რაღაცნაირად ცივად შემხვდა, გული გაციებული ჰქონდა. დამიჯდა და მითხრა, რომ ბევრი იფიქრა ჩემს არყოფნაში, რომ ეს ურთიერთობა სერიოზული არ არის და მითხრა, რომ ქეთა თოფურია უყვარდა. ქეთა ამ დროს საქართველოში ცხოვრობდა.
ვფიქრობ, იმიტომ დამთავრდა მათი სიყვარულის ისტორია, რომ თვითონ ქეთამ გადაწყვიტა ზურასგან წასვლა. არ მგონია ამ საუბარზე ზურა გაბრაზდეს, ჩემს გარდა მის ცხოვრებაში კიდევ იყო დიდი სიყვარული.
ეს სიყვარული ნამდვილად იყო ზურას ცხოვრებაში, თუმცა მგონია, რომ მათი ურთიერთობის დამთავრება ჩემს გამო არ მოხდა, ეს ქეთამ გადაწყვიტა.” – ამბობს ხათუნა ჟორდანია.