ამბავი ბედნიერი დასასრულით, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა არგენტინაში, ფერარას პროვინციაში.
პაციენტი აღმოჩნდა 12 წლის ბიჭი, რომელიც დაავადებული იყო გულის თანდაყოლილი ობსტრუქციული დაავადებით. მას გული გაუჩერდა.
მშობლებმა სასწრაფოდ დარეკეს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში, რომლებმაც სასწრაფო დახმარების მანქანები გაგზავნეს და მათ მისვლამდე ოჯახს რეანიმაციული ღონისძიებების გატარების ინსტრუქციები მისცეს.
მშობლებმა და ძმამ, ბოლონიის სასწრაფო დახმარების ცენტრის ოპერატორის ხელმძღვანელობით, შეძლეს ვიდეო ზარის სისტემის საშუალებით სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ბიჭის სიცოცხლის გადასარჩენად მანევრების განხორციელება.
სასწრაფო დახმარების მანქანების მისვლისას ბიჭს გაუკეთეს დეფიბრილაცია და ადრენალინი მისცეს, რის შემდეგაც მოზარდი გამოკეთდა.
სტაბილიზებული და ინტუბირებული, ის ელი-ბოლონიიდან გადაიყვანეს კარდიოქირურგიის განყოფილებაში, სადაც მკურნალობს. – წერს უცხოური მედია