მომღერალმა, სოსო პავლიაშვილმა, ტელეშოუ „ადამიანის ბედში” მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ გულწრფელად ისაუბრა.
გადაცემაში აღიარა, რომ ყოფილ ცოლს ნინო უჩანეიშვილს არაერთხელ უღალატა. 18 წელს გასტანა ამ ქორწინებამ და 2003 წელს წყვილი დაშორდა. მათ საერთო შვილი ჰყავთ.
„ნინო კეთილი, ემოციური და კაშკაშა ადამიანია, იუმორის გრძნობით… მე მას ვღალატობდი. ამას ვაცნობიერებ და პატიებას ვთხოვ ღმერთს იმ ტკივილისთვის, რაც ნინოს მივაყენე. როგორც მამაკაცი, ამას ვაღიარებ. დამნაშავე ვიყავი… უამრავი ულამაზესი ქალი სითბოთი მეპყრობოდა…”