უმძიმესი შემთხვევა მოხდა აშშ-ში. ქალაქ ო’ჰარის აეროპორტში ქალი საბარგო კონვეიერში გაიჭედა და გარდაიცვალა. ის ოჰარის ტერმინალის 5-ე ბარგის ზონაში იყო გაჭედილი.
ჩიკაგოს სახანძრო განყოფილება აეროპორტში დილის 7:45 საათზე გამოიძახეს და გადასცეს, რომ ქალი საბარგო კარუსელის მექანიზმში იყო გაჭედილი. თუმცა, მისი დახსნა დროზე ვერ მოხერხდა და 57 წლის ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, დაღუპული აეროპორტის თანამშრომელი არ იყო.
ჩიკაგოს პოლიციის განცხადებით, სათვალთვალო ვიდეოში ჩანს, რომ უცნობი ქალი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ჩუმად შევიდა. ის ვერავინ შენიშნა, შედეგად მისი ცხედარი მექანიზმში 5 საათის განმავლობაში იყო გაჭედილი. მეხანძრეებმა განაცხადეს, რომ იგი მიმაგრებული იყო კონვეიერის სისტემის აპარატში, რომელიც აგზავნის ბარგს თვითმფრინავებში და უკან.
გარდაცვლილის შეპარვის მიზეზი უცნობია. ქალის ვინაობა არ კონკრეტდება. ასევე უცნობია, სად ცხოვრობდა ან რატომ იყო ის აეროპორტში.