ბათუმში ბენზინგასამართ სადგურზე ყაჩაღობის მიზნით შეჭრილ პირს დასაქმებულმა თავში ნიჩაბი ჩაარტყა. თვითმხილველთა თქმით, იგი მოგერიების რეჟიმში იყო და თავის დაცვას ცდილობდა. შემთხვევა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა.
კაცი თავის ტრამვით კლინიკაში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოგვიანებით დამძიმდა და ის ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზეა.
“აჭარათაიმსის” ინფორმაციით, კაცი ბენზინგასამართ სადგურზე სათამაშო, საბავშვო თოფით იყო შეჭრილი. შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოძიების მუხლების შესახებ ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში მასალა განახლდება.
აჭარათაიმსი