თეონა კონტრიძის ქმარი ავად არის. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს. კონტრიძის ქმარს ხუთი წლის წინ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს.
ნიკოლაი კლოპოვმა და თეონა კონტრიძემ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში იქორწინეს. მას შემდეგ კონტრიძე-კლოპოვას წყვილი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლებიან. ახლახანს თეონამ საყვარელ მამაკაცს ქორწინებიდან 16 წელი მიულოცა და პირველად ისაუბრა დაავადებაზე, რომელსაც წყვილი 5 წელია ებრძვის.
ოჯახური საიდუმლოს შესახებ მომღერალი ღიად წერს. ნიკოლაის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. გასული წლიდან მამაკაცი ეტლს მიეჯაჭვა, მაგრამ არც ის და არც მომღერალი არ დანებებულან. წყვილი იმედოვნებს, რომ ყველა სირთულეს ერთად გადალახავს.
“08.08.08 – თბილისში დავქორწინდით. დღე იყო დრამატული და ძალიან რთული, მაგრამ ვცდილობდით ბედნიერები ვყოფილიყავით. ხუთი წლის წინ ჩემს პრინცს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. ერთი წელია რაც ეტლში მყავს, მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც 16 წლის წინ, ღირსეულად ვუმკლავდებით ჩვენს დრამას და ყოველდღე ვცდილობთ, ღმერთის მადლიერი ვიყოთ ყველაფრისთვის, რაც მან მოგვცა: შესანიშნავი შვილები, ძალიან კარგი მეგობრები, ოჯახი. სამუშაო, რომელიც გვიყვარს, ბევრი სიცილი, მუსიკა და მოგზაურობა.
ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა მაშინ, იმარჯვებს ახლა და ყოველთვის გაიმარჯვებს! კოლი, შენ ხარ ჩემი მთავარი საგანძური, ჯოკერი, ბრილიანტი“, – წერს 47 წლის მომღერალი.
თეონა პოსტთან ერთად მეუღლესთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ეტლში ზის. ნიკოლაი იღიმება და ჟესტით აჩვენებს, რომ ყველაფერი კარგადაა. მომღერალი იქვე დგას და ნაზად ეხუტება საყვარელ ადამიანს.
წყვილი საერთო შვილს, გიორგის ზრდის. თეონას ასევე ჰყავს ქალიშვილი, რუს მომღერალ იური ტიტოვისგან. ტიტოვს არ მიუღია მონაწილეობა გოგონას გაზრდაში, ამიტომ 11 წლამდე ის კლოპოვს მამად თვლიდა.
“რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მარტოსული ვიყავი. ქალიშვილი შემეძინა და უპატრონო იდიოტი გავხდი! 20 წლის ბიჭს იურას შეეძლო რაიმე გაეკეთებინა და მერე გაემართლებინა, მაგრამ მე მის ზარს ველოდებოდი“, – აღიარა თეონამ.
“ერთ დღეს მივედი სახლში, დავჯექი და კარგად ვიტირე. მივხვდი, რომ მჭირდებოდა კრიზისიდან გამოსვლა. ახლა ათასჯერ მინდა მადლობა გადავუხადო იურას ჩემი ქალიშვილისთვის. შენი წყალობით, იუროჩკა, რთული პერიოდი გამოვიარე. ერთხელაც რომ დამირეკო და მადლობა გადამიხადო, გამიხარდება. არ ვიმსახურებ ამას?” – ამბობდა მოგვიანებით თეონა.
წყარო: ambebi.ge