ვიდეო: „უკვე მოინათლნენ ქართველებად…კორეელი სიძეები ქართულ ქორწილში“ – სოფია კვინიკაძე სახალისო კადრებს გვიზიარებს

ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე, რომელიც სოციალურ ქსელში Depressed Georgian in South Korea სახელითაა ცნობილი, სამხრეთ კორეელ რჩეულთან ერთად საქართველოში იმყოფება.

სოფია სამშობლოში, ქორწილში გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს. წყვილი ერთად ძალიან ბედნიერად და ლამაზად გამოიყურება.

კადრებში ჩანს, როგორ სვამენ ქორწილში ყანწებით ღვინოს კორეელი სიძეები.

ქართულ ქორწილში თამადა მომღერალი, ლაშა რამიშვილი იყო, რომელიც როგორც ყოველთვის საოცარი პროფესიონალიზმით ასრულებდა თავის მოვალეობას.

„კორეელი სიძეები ქართულ ქორწილში“…„უკვე მოინათლნენ ქართველებად“…„აუ რა საყვარელია, მგონი ავარჯიშეთ აქამდე“, – ვკითხულობთ კომენტარებში.

ცნობილია, რომ მათი ქორწილი 25 აგვისტოს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ სოფია სეულში ცხოვრობს და მუშაობს. ქართველი ბლოგერის რჩეული კი მისივე კოლეგაა.

წყარო: https://fortuna.ge/

შესაძლოა დაგაინტერესოთ