ბათუმში რესტორან “ვარციხის მარნის” 3 თანამშრომელს გვიან ღამით ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილია ერთი გოგო და ორი ბიჭი. არსებული ინფორმაციით, სამიზნე სხვა ადამიანი იყო
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით.
შემთხვევა კაჩენსკების ქუჩაზე მოხდა.
ვიდეო: “მთავარი არხი”