(VIDEO)”კივილის ხმა მოგვესმა… ვაიმე, დედა, გვიშველეთო” – საზარელი კადრები რესტორანში მომხდარი დაჭრიდან

ბათუმში რესტორან “ვარციხის მარნის” 3 თანამშრომელს გვიან ღამით ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილია ერთი გოგო და ორი ბიჭი. არსებული ინფორმაციით, სამიზნე სხვა ადამიანი იყო

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით.

შემთხვევა კაჩენსკების ქუჩაზე მოხდა.

ვიდეო: “მთავარი არხი”

შესაძლოა დაგაინტერესოთ