ემიგრაციაში ქართველი პედაგოგი ნესტან შეიშვილი გარდაიცვალა. მას სოციალურ ქსელში ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან:
“…საშინელებაა, რომ შენზე წარსულ დროში უნდა ვისაუბრო, ნესტან, ჩემო კოლეგა და კარგო ადამიანო. ვერ დამიჯერებია, რომ აღარა ხარ. ვეღარ შევხვდებით, ვეღარ ვიხუმრებთ ჩვენებურად. აღარ მეტყვი, კარგი ერთი, დაიო… ვწუხვარ და პროტესტის გრძნობაც უფრო მიმძლავრდება, რად ვეღარ დავდგინდით და დავემსგავსეთ ქვეყანას, ათასობით ჩვენი თანამემამულესავით რატომ უნდა მიგეტოვებინა შენი საქმე, სკოლა, ოჯახი, წასულიყავი სხვის ქვეყანაში და მაქედან, უცხო მიწიდან, შეერთებოდი იმიერს. ძალიან მწყდება გული, ძალიან. ვერ ვიფიქრებდი, რომ ვეღარ გნახავდი. სულ გაღიმებული მახსოვხარ, განა, არ გიჭირდა? განა, სირთულეები არ გქონდა?, მაგრამ არ იმჩნევდი, სხვას არ აწუხებდი. რა უნდა გითხრა, გარდა იმისა, რომ მიყვარდი და სანამ აქ ვიქნები, მემახსოვრები. მშვიდობით, ნესტან!”
“ნესტან გულის ის ადგილი მტკივა რომელიც შენ გეკუთვნის 45 წელი.წარმოუდგენელია შენზე წარსულში საუბარი მხოლოდ თვალს დაკლდები გულში კი მარად იქნები ტკივილით მაგრამ მაინც მშვიდობით არა ნახვამდის შეხვედრამდე……” – წერენ სოციალურ ქსელში.