მსახიობები ირინკა კავსაძე და გიორგი ტაბიძე დაინიშნენ. ირინკამ ნიშნობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ერთი წლის წინ გიორგი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ურთიერთობა ახალი დაწყებული იყო და არ სურდა ამ თემაზე საჯაროდ ლაპარაკი.ირინკას და გიორგის საზოგადოება კარგად იცნობს.
გოგონა წლებია რაც ამერიკაში ცხოვრობს და მამასთან სინეტიკის თეატრში მუშაობს.
ლეგენდარული კახი კავსაძის შვილიშვილი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც რამდენიმე წლის წინ, პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მიიღო მონაწილეობა და ოთო ფოლადაშვილთან ერთად ფინალში გავიდა…
გიორგი ჩემი ცოლის დაქალებში ჩიკას შვილის, სანის როლს ასრულებდა.