გერმანიაში 39 წლის ექიმი პაციენტების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს – ადგილობრივი პროკურატურის განცხადებით, მამაკაცი ბერლინში საექთნო სამსახურის პალიატიურ ჯგუფში მუშაობდა. მან, სავარაუდოდ, ოთხი მოხუცი ქალი მოკლა, რომლებზეც საექთნო სამსახური ზრუნავდა.
ბრალდებულმა პირველი მკვლელობა 11 ივნისს ჩაიდინა – მან 87 წლის ქალი მის ბინაში ჯერ მოკლა, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდა. ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხანძრის შედეგად მსუბუქად დაშავდა კორპუსის კიდევ სამი მცხოვრები.
მეორე მკვლელობა 8 ივლისს მოხდა – ექიმმა ამჯერად 76 წლის ქალი მოკლა. მკვლელობის დაფარვა კი მსხვერპლის ნათესავთან დარეკვით სცადა. ამბობდა, რომ ბინის წინ იდგა და კარს არავინ უღებდა.