უმძიმესი დანაშაული – სერიულმა მკვლელმა ექიმმა 4 პაციენტი მოკლა

გერ­მა­ნი­ა­ში 39 წლის ექი­მი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს – ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, მა­მა­კა­ცი ბერ­ლინ­ში სა­ექთ­ნო სამ­სა­ხუ­რის პა­ლი­ა­ტი­ურ ჯგუფ­ში მუ­შა­ობ­და. მან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ოთხი მო­ხუ­ცი ქალი მოკ­ლა, რომ­ლებ­ზეც სა­ექთ­ნო სამ­სა­ხუ­რი ზრუ­ნავ­და.

ბრალ­დე­ბულ­მა პირ­ვე­ლი მკვლე­ლო­ბა 11 ივ­ნისს ჩა­ი­დი­ნა – მან 87 წლის ქალი მის ბი­ნა­ში ჯერ მოკ­ლა, შემ­დეგ კი სახ­ლს ცე­ცხლი წა­უ­კი­და. ქალი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ხან­ძრის შე­დე­გად მსუ­ბუ­ქად და­შავ­და კორ­პუ­სის კი­დევ სამი მცხოვ­რე­ბი.

მე­ო­რე მკვლე­ლო­ბა 8 ივ­ლისს მოხ­და – ექიმ­მა ამ­ჯე­რად 76 წლის ქალი მოკ­ლა. მკვლე­ლო­ბის და­ფარ­ვა კი მსხვერ­პლის ნა­თე­სავ­თან და­რეკ­ვით სცა­და. ამ­ბობ­და, რომ ბი­ნის წინ იდგა და კარს არა­ვინ უღებ­და.

შესაძლოა დაგაინტერესოთ