“ქალს სახისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა, დაემუქრა მისი და შვილების სიცოცხლის მოსპობით – სამართალდამცველის დაკავების შოკისმომგვრელი დეტალები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა სამართალდამცავმა, 2024 წლის 6 აგვისტოს, დუშეთის რაიონის სოფელ ზემო ბულაჩაურში დაზარალებულს სახის და თავის არეში დაზიანებები მიაყენა და დაემუქრა მისი და მისი შვილების სიცოცხლის მოსპობით.

ამასთან, განმარტავენ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც 2024 წლის 7 აგვისტოს სამართალდამცავი დაკავებული იქნა ძალადობისა და მუქარის ბრალდებით.

„დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შესაძლოა დაგაინტერესოთ