ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მეგობრობის გამზირზე ორი კვირის წინ მოტოციკლი დაეჯახა, გარდაიცვალა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” კლინიკა რუსთავის” რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა ნერგაძემ განუცხადა.
პაციენტი ორ კვირაზე მეტხანს სწორედ ამ სამედიცინო დაწესებულებაში იყო მოთავსებული.
როგორ ნერგაძემ გვითხრა, ახალგაზრდა კაცს თავის ტვინის მძიმე დაზიანება ჰქონდა.
“თავის ტვინის უმძიმესი დაზიანება იყო, რამაც გულის გაჩერება გამოიწვია. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება იყო”,- განგვიცხადა ნერგაძემ.
ინფო რუსთავი