მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგი მამარდაშვილით „ლივერპული“ დაინტერესდა.
ყველაზე დიდი ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია: რამდენიმე დღეში (ეგებ საათში) გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელი იქნება! საქმის საბოლოოდ მოგვარებას მხოლოდ საქართველოს ნაკრების მეკარის ხელმოწერა აკლია…
ვალენსიასა და ლივერპულს შორის ტრანსფერის ყველა დეტალი მოგვარებულია. ინგლისელები უკვე ელიან გიორგის ენფილდზე, თავის მხრივ ვალენსიაშიც უკვე იციან, რომ მამარდაშვილი მათი ფეხბურთელი აღარ არის. დარჩა მხოლოდ ერთი – ლივერპულისა და ფეხბურთელი კონტრაქტი, რომელიც ფაქტობრივად გამზადებულია, თუმც გარკვეულ დეტალებზე მოლაპარაკება კიდევ გრძელდება. გააგრძელეთ კითხვა