მძიმე ვითარება თბილისის ცენტრში, ვაკის მოსახლეობამ ნგრევის ხმა რამდენიმე საათის წინ გაიგო – “ხალხმა დაიწყო კივილი”

გუშინ, გვიან ღამით, 22:30 საათზე, თბილისში, ტაბიძისა და რაზმაძის ქუჩების კვეთაზე, საავტომობილო გზის ნაწილი ჩაიშალა.

დასახლებულ მონაკვეთზე 9-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ასფალტის საფარი 15-20 წუთის ინტენსივობით იშლებოდა, რასაც თან სდევდა მიწა. გზამ კომუნიკაციების ნაწილი ჩაიტანა, ინტერნეტხაზები და წყლის გაყვანილობა კი დაზიანდა. ადგილზე მუშაობს კომპანია „ჯი-ვი-პი“, თუმცა მომსახურება ამ დრომდე არ არის აღდგენილი.

მშენებელი კომპანიის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ჩვენ დავუკავშირდით საინფორმაციო დაფაზე მითითებულ პირს, ვახტანგ ბარბაქაძეს.

ამხანაგობის თავმჯდომარეს უჭირს ზურტი პასუხის გაცემა, თუმცა ვარაუდობს, რომ პროცესი წყლის მილის დაზიანებას მოჰყვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცენტრალური წყლის მილი დაზიანდა ერთი თვის წინაც, რასაც სავალი გზის ფრაგმენტის ჩაშლა მოჰყვა. მონაკვეთი გამაგრდა მსუბუქი კონსტრუქციით. მოქალაქეებმა საჩივრებით მიმართეს მერიას, თუმცა რა რეაგირება მოჰყვა მომხდარს, უცნობია.

მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ადგილზე მშენებლობა შეჩერდა, ხოლო მშენებარე კომპანია 30 ათასი ლარით დაჯარიმდა.

მიმდებარედ გზა ამ დრომდე გადაკეტილია. დღეს დილით ადგილზე მისული იყვნენ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც.

შესაძლოა დაგაინტერესოთ