ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში და სხვ. პოლიტიკის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში დონალდ ტრამპის მკვლელობა ივარაუდა. რამდენიმე კვირაში შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატს მართლაც ესროლეს! რამ გადაარჩინა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი და რა საფრთხის წინაშე დგას საქართველოს ხელისუფლება?

პოლიტიკურ ანალიზსა და პროგნოზს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ აკეთებს.

მიხეილ ცაგარელი: საბედნიეროდ, ტრამპის მკვლელობა ვერ შედგა. ხშირად მეკითხებიან — რამ გადაარჩინაო. რასაკვირველია, უფალმა დაიცვა, თუმცა, ამას ასტროლოგიური კუთხითაც აქვს ახსნა. კერძოდ, ტრამპი 14 ივნისს, ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში არის დაბადებული, სადაც ახლა მფარველი ანგელოზი სელენა და გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი იმყოფებიან. შემიძლია, დაბეჯითებით ვთქვა, რომ ტრამპი მფარველმა ანგელოზმა სელენამ იხსნა. პლანეტების ასეთი განლაგების გამო ძალიან მაღალი იყო მისი გადარჩენის და წარმატების ფაქტორი, რასაც ვერ ვიტყვი ამჟამინდელ სიტუაციაზე. ახლახან პლანეტა მარსი ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა და კოსმოსიდან ასეთი ძლიერი დაცვა აღარ ექნება, მეტი სიფრთხილე მართებს. არის ალბათობა, რომ კვლავ სცადონ ტრამპის სიცოცხლის ხელყოფა. ნაკლებად სავარაუდოა, მას ესროლონ, მაგრამ არც ეს არის გამორიცხული, რადგან მარსი ცეცხლსასროლ იარაღთან არის დაკავშირებული. უფრო დიდი ალბათობაა, მას სხვა ფორმით გაუსწორდნენ — მოწამლონ! ბოლო დროს პოლიტიკოსების ამ ფორმით მოკვდინება ძალიან პოპულარულია. იუშჩენკო მოწამლეს, ლევან ვასაძე მოწამლეს, სულ ახლახან ლევან პირველი მოწამლეს, ის დღესაც სიკვდილს ებრძვის. ამავე ფორმით გაუსწორდნენ ბადრი პატარკაციშვილს. ტრამპს ასე მარტივად თავს არ დაანებებენ, მით უმეტეს მისი მოწინააღმდეგე კამალა ჰარისია. 

ვინ არის კამალა ჰარისი, რას იტყვით ასტროლოგიური კუთხით აშშ-ის ახალ პრეზიდენტობის კანდიდატზე?

მიხეილ ცაგარელი: კამალა ჰარისი გაცილებით სახიფათოა მსოფლიოსთვის. მას ძალიან ცუდი ჰოროსკოპი აქვს – ბოროტი და საშიში ქალია.თავისი ხასიათით კიდევ უფრო ულმობელია, ვიდრე ბაიდენი. გაცილებით უარესი რაღაცების გაკეთება შეუძლია. მისი ტვინი უფრო ახალგაზრდაა და უკეთ მუშაობს, ბაიდენივით დემენცია არ აქვს და ყველაფერს შეგნებულად აკეთებს. ერთადერთი პლუსი, რაც მას აქვს არის ის, რომ კარგად იცინის. ის პირდაპირ კავშირშია ომის პარტიასთან, მათი სრული მარიონეტია. ასევე, ექვემდებარება, ბარაკ ობამას, რომელიც დემოკრატიულ პარტიაში მთავარი ავტორიტეტია. ტრამპისთვის, ბაიდენი უფრო სერიოზული მოწინააღმდეგე იყო, მეტად უყვარდა ხალხს ვიდრე კამალა ჰარისი.

პირიქით, ბოლო გამოკითხვებით, კამალა ჰარისს მოგების მეტი შანსი აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს

მიხეილ ცაგარელი: ამ ტყუილს დემოკრატები ავრცელებენ, მათვე მოსყიდული საინფორმაციო მედიასაშუალებებით და ინუგეშებენ თავს!

ახსენეთ ომის პარტიის მარიონეტიაო. ეს სიტყვა ხშირად გვესმის, მათ შორის, ხელისუფლების  წარმომადგენლებიდან, მაგრამ, ალბათ, ბევრმა არც იცის ვინ წარმოადგენს და საიდან მოდის ე.წ. ომის პარტია?

მიხეილ ცაგარელი: ჩათვალეთ, ეს არის სამრეწველო სამხედრო კომპლექსი შტატებში. ამერიკაში იარაღს უშვებენ და ის ქარხნები, რომლებიც კერძო საკუთრებაში არიან და წილები აქვთ, მაგალითად მამა-შვილი ბუშებს, დიკ ჩეინს, და სხვა ცნობილ პოლიტიკოსებს.ამ ჯგუფის წარმომადგენელი იყო სენატორი მაკ კეინიც, რომელმაც 2008 წელს სააკაშვილი რუსეთთან ომზე წააქეზა. რისთვის კეთდება სამხედრო ტყვია-წამალი? ცხადია, იმისთვის, რომ გამოიყენონ. ამიტომაც ცდილობენ, აიძულონ შტატების პრეზიდენტი, კონგრესი, სენატი, და ა.შ. იომონ, მეტად კი სხვა აომონ და გამოიყენონ ამერიკული იარაღი. ძალიან დიდ ფულზეა საუბარი. ისინი უზარმაზარი,გავლენით სარგებლობენ. პრეზიდენტიც კი ვერ უვლის გვერდს, მეტიც, მათი მხრიდან მართვადია. ეზოთერული კუთხით თუ განვიხილავთ, და მეტ სიღრმეებში შევალთ, ომის პარტია ექვემდებარება და ემსახურება მასონებს.  იცით კამალა ჰარისის კანდიდატურა ასე სასწრაფოდ რატომ დააყენეს? არსებობდა შანსი, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი რობერტ კენედი (უმცროსი) გამხდარიყო, რომელიც დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია და რადიკალურად განსხვავდება თავისი თანაპარტიელებისგან. ის არის პაცისტი და სიმართლის მოყვარული. რობერტ კენედი უმცროსი ხმალამოღებული იბრძოდა ჯანმოს და მსგავსი ორგანიზაციების წინააღმდეგ. გარდა იმისა, რომ კენედების კლანის წარმომადგენელია, იგი სერიოზული პოლიტიკოსი გახლავთ. მან საერთო ენა იპოვა ტრამპთან, და ბევრ პროექტშიც მხარი დაუჭირა, მეტიც, ტრამპისგან მიიღო წინადადება, რომ პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, მას სერიოზულ პოსტს ჩააბარებს, სადაც საშუალება ექნება ებრძოლოს ვაი ორგანიზაციებს. ასეთი რამ, ამერიკულ პოლიტიკაში არ მომხდარა. ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ გადარია, დემოკრატები და სასწრაფოდ წამოაყენეს კამალა ჰარისის კანდიდატურა. გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს ტრამპს.

ტრამპზე თავდასხმის შემდეგ სუს-მაც დაიწყო გამოძიება ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების ორგანიზებით და დაფინანსებით ბიძინა ივანი შვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე. არის რეალური საფრთხე იმისა, რომ საქართველოს პირველ პირებზეც მოხდეს მსგავსი თავდასხმა?

მიხეილ ცაგარელი: ჩვენი ქვეყნის პირველი პირები სერიოზული საფრთხის ქვეშ არიან, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილი! ასეთი საფრთხის ქვეშ ის სააკაშვილის რეჟიმის ბოლო წლებშიც კი არ ყოფილა. მან ქვეყნის სუვერენიტეტზე დაიწყო ლაპარაკი, მაშინ, როდესაც ევროპა და დასავლეთი დარწმუნებული იყო, რომ საქართველო ივანიშვილის თავკაცობით მათი სრული მარიონეტი იყო. წარმოიდგინეთ, რამხელა ძალას აღუდგა წინ — შტატებს და ევროპას! გესმით, ალბათ, რასაც ნიშნავს ასეთი მონსტრებისთვის ამის თქმა. ამიტომ, რაც არ უნდა იდეალურად. ჩატარდეს არჩევნები. ისინი ამ არჩევნებს ლეგიტიმაციას არ მისცემენ, შეეცდებიან რევოლუციის მოწყობას, უკიდურეს შემთხვევაში, ლიდერების თავიდან მოშორებას. ამის ხიფათი ახლაც არის და არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო მეტად გაიზრდება. კიდევ ერთხელ მინდა, გავაფრთხილო შესაბამისი სამსახურები, გააათმაგონ უსაფრთხოების დაცვა. მათ შორის, ჟურნალისტებთან. არ არის გამორიცხული ჟურნალისტმაც ესროლოს. მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ ქვეყნის პირველი პირების კონტაქტები საზოგადოებასთან. ალბათობა იმისა, რომ არჩევნებამდეც შეეცადონ ჩვენი წამყვანი ლიდერების ლიკვიდაციას, მაღალია, მით უფრო კამალა ჰარისის, დაწინაურების შემდეგ, ძალიან საშიში ქალია, რაც ჩანს, ორი იმდენი მიწის ქვემოთ არის.

საინტერესოა როგორ გამოიყურება ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის ასტროლოგიური ჰოროსკოპი?

მიხეილ ცაგარელი: თუ შევადარებთ ერთმანეთს ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილს ჰოროსკოპებს, უფრო ცუდად პრემიერის ჰოროსკოპი გამოიყურება. მისი ზოდიაქოს ნიშანი – სასწორი, ახლა გადის შავი მთვარე. მაცდუნებელი ძალა და მას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. ერთადერთი კარგი ის არის, რომ ტყუპები, სადაც ახლა მფარველი ანგელოზია, მეგობრობს სასწორთან და მერწყულთან და ეს გარკვეულწილად მათ გადარჩენაში დაეხმარება. ორივე ლიდერი ფრთხილად უნდა იყოს, განსაკუთრებით, სექტემბერ-ოქტომბერში.

კიდევ ერთხელ ვამბობ  დასავლეთს ორი გზა აქვს ამ ხელისუფლების შესაცვლელად — რევოლუციის გზით გადასცენ თავიანთ მარიონეტ ნაციონალებს მმართველობა, რისი შანსიც უფრო და უფრო მცირდება ან საფრთხე შეუქმნან პირველ პირებს და ამით გამოიწვიონ ქვეყანაში უმართავი პროცესები.

ის, ვინც დღეს ე.წ. ოპოზიციურ ფლანგზე იბრძვის და გულზე მჯიღს ირტყამს, არიქა, ხელისუფლებაში მოვდივართო, ყველა ურეიტინგო და არაპოპულარულია, ყოველი შემთხვევისათვის საღად მოაზროვნე ადამიანებში. როგორ ფიქრობთ, ამ გადასკუპება-გადმოსკუპებით ხალხს მათ მიმართ უარყოფითი განწყობა გაუქარწყლდება? პირიქით, სიძულვილი უფრო გამძაფრდება ადამიანებში, რაც არ უნდა თქვას და მოიმოქმედოს გახარიამ, ის არის ტიპური მოღალატე და ამ მოცემულობას ვერანაირად ვერ შეცვლის! მან უღალატა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ადამიანად აქცია. ნაციონალებთან გაერთიანება შეუცვლის ხალხს მის მიმართ შთაბეჭდილებას? ამ ფაქტმა ხომ კიდევ უფრო მეტად გამოაჩინა მისი ნამდვილი სახე, ვის სამსახურში იყო 12 წლის განმავლობაში უფრო მეტად გაერკვა ხალხი, ვინ არიან და რა იმალებოდა მათ ვაი ლიბერალური ლოზუნგების უკან. არაფერი გამოუვათ. ამიტომაც არის, რომ ისინი არჩევნებზე მეტად, რევოლუციისთვის ემზადებიან. და ამ მიზნის მიღწევაში. სერიოზული თანხები იხარჯება.

სწორად არის არჩეული არჩევნების თარიღი 26 ოქტომბერი?

მიხეილ ცაგარელი: არჩევნების თარიღი მაინცდამაინც არ მომწონს, 2-ს პლუს 6 არის 8, რაც საკმაოდ მძიმე რიცხვია. არც სხვა დროს ვყოფილვარ კმაყოფილი არჩევნების თარიღით, ამიტომაც მიდიოდა ყოველთვის განსაკუთრებული სირთულეებით ჩვენთან ეს პროცესი. ასტროლოგებისთვის რომ ეკითხათ, უკეთეს თარიღს შევარჩევინებდით, რაც მათ წარმატებაში დაეხმარებოდა, მაგრამ ისიც კარგია, რომ სავსე მთვარეს, ახალ მთვარეს ან მზის დაბნელებას არ დაამთხვიეს ეს დღე.

და მაინც, 26 ოქტომბრის არჩევნებში ვის რა შანსები აქვს?

მიხეილ ცაგარელი: ოპოზიციას ყველაზე ნაკლები შანსი აქვს, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში ჰქონია. თუ აქამდე ხელისუფლება იძულებული იყო, გაეთვალისწინებინა. ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან წამოსული ბრძანებები — მათი გაზრდილი გველები რა რაოდენობით შეეყვანა პარლამენტში, დღეს ეს ხაზი გადაკვეთილია — აღარ ეშინიათ!სულ სხვა პოლიტიკური სიტუაციაა ევროპულ ქვეყნებშიც ტრადიციონალისტები ნელ ნელა იღვიძებენ! დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს, მაგრამ ამით ეს პროცესი არ დასრულდება. მთავარი ბრძოლა მერე დაიწყება ჩემი რჩევა იქნება „ოცნებისადმი“, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არჩევნებზე  დამკვირვებლებად მოიწვიონ ორბანის ფრთის წარმომადგენლები, ავსტრიული და სხვა ევროპული ჯგუფები, ასევე ბრაზილიელები, ინდოელები, თურქები, რომლებიც არჩევნების ლეგიტიმურობას დაადასტურებენ. ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ გარკვეული კარტ-ბლანში მიეცემა, რომ სიმართლე დაიცვას, გააქარწყლოს მათი დესტრუქციული ქმედებები — დანარჩენ მსოფლიოს ვერ დაუპირისპირდებიან!

ბიძინა ივანიშვილმა თავის ბოლო გამოსვლაში შემთხვევით არ ახსენა კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვება. საქართველოს კონსტიტუციაში დიდი ხანია, ცვლილებებია შესატანი, უსაზიზღრესი მუხლებია ჩადებული, რომელიც ქვეყნის განვითარებას აბრკოლებს. მაგალითად, ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, არავის აქვს უფლება, ამერიკის მოქალაქეს ხელი ახლოს, იმ შემთხვევაშიც კი, ტყვია რომ დაახალოს ქართველს. ტიპური ფაშისტები არიან. შტატების მონა ვართ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ასეთი რამ რუსებსაც კი არ უკადრებიათ. რომელ ცივილიზაციაზე და დამოუკიდებლობაზეა, საერთოდ, ლაპარაკი?! 12 წლის განმავლობაში ამ კონსტიტუციის შეცვლის უფლება არ გვქონდა, უფრო სწორად ხელისუფლებას წითელი ხაზის გადაკვეთის ეშინოდა. 

დღეს, როცა სულ სხვა პოლიტიკური რეალობაა, ხელისუფლებამ დაიწყო ამ უსამართლო ბორკილების მტვრევა, საჭიროა, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების, ქვეყნის სასარგებლოდ შეიცვალოს! 

დასავლეთი და ევროპა კვლავ აგრძელებს მუქარებს, მათ შორის, ფინანსური კუთხით და ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით…

მიხეილ ცაგარელი: თუ მთავრობა ბოლომდე მიჰყვება თავის სუვერენულ პოლიტიკას და მას გვერდით დაუდგება ხალხი, „ოცნება“ დიდი რაოდენობით შევა პარლამენტში და უკან დაახევინებს, არა მხოლოდ ჩვენს ლიბერალებს, არამედ ამერიკელ-ევროპელ ლიბერალებსაც. მერე ნახეთ, როგორი ცვლილებები განხორციელდება, როგორ დაისჯებიან ანტიქართული ელემენტები. მთავარია, ღალატი არ იყოს შიგნიდან! სხვაგვარად არაფერი გამოუვათ. ვერ ჩაგვაგდებენ ფინანსურ-ეკონომიკურ კაბალაში. 80 პროცენტით რუსეთი გვამარაგებს და გვაჭმევს, მერე — თურქეთი. ამერიკასთან და ევროპასთან სავაჭრო კავშირები თითქმის არ გვაქვს, ისინი შიმშილით ნულზე ვერ დაგვსვამენ. ამის ძალა მათ არ შესწევთ. რაც მთავარია, საქართველოს დაკარგვა, პირველ რიგში, ევროპას და დასავლეთს არ აწყობს. გარწმუნებთ, მათი მუქარა მომენტალურად შეიცვლება კეთილგანწყობით, როგორც კი საქართველოს დაკარგვის საშიშროებას იგრძნობენ! 100 პროცენტით ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს არ არის მხოლოდ არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი — საქართველო გადარჩება თუ არა! ან ჩვენ აღმშენებლობის გზაზე „ქართულ ოცნებასთან“ ერთად წავალთ, ვიქნებით ღირსეული პარტნიორები, მათ შორის, დასავლეთის და ევროპის, აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას ან აღმოვჩნდებით უარეს წუმპეში, საიდანაც ძალიან ძნელი იქნება თავის დაღწევა!“. 

შესაძლოა დაგაინტერესოთ