როგორ გახდა სომეხი მკერავი თურქეთის უმდიდრესი ქალი და ქვეყნის ბორდელების უდიდესი ქსელის მფლობელი: მთავრობამ ის 5-ჯერ დააჯილდოვა ოქროს მედლით

მე­დი­ა­ში ხში­რად ვკი­თხუ­ლობთ მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან არის.

აღ­მო­სავ­ლეთ­ში ქა­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბად ხდე­ბი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი და და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი.

დღეს თურ­ქე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქა­ლის შე­სა­ხებ მო­გიყ­ვე­ბით, რო­მე­ლიც ეროვ­ნე­ბით სო­მე­ხი იყო.

მი­ლი­ო­ნე­რი, მა­ტილდ მა­ნუ­კი­ა­ნი უამ­რავ ბიზ­ნეს­ში იყო ჩარ­თუ­ლი, თუმ­ცა შე­მო­სავ­ლის დიდი ნა­წი­ლი პორ­ნო­ინ­დუსტრი­ი­დან ჰქონ­და.

ვიდ­რე უშუ­ა­ლოდ მა­ნუ­კი­ან­ზე სა­უ­ბარს გა­ვაგ­რძე­ლებთ. მოკ­ლედ მო­გიყ­ვე­ბით თურ­ქეთ­ში პროს­ტი­ტუ­ცი­ის ლე­გა­ლი­ზე­ბის ის­ტო­რი­ას:

  • თურ­ქეთ­ში პროს­ტი­ტუ­ცია ლე­გა­ლუ­რი იყო 1923 წლამ­დეც, ანუ თა­ნა­მედ­რო­ვე რეს­პუბ­ლი­კის და­არ­სე­ბამ­დე. სექსმუ­შა­კებს შე­უძ­ლი­ათ და­მო­უ­კი­დებ­ლად ან ბორ­დელ­ში იმუ­შა­ონ. ბორ­დე­ლის მარ­თვა ასე­ვე ლე­გა­ლუ­რია, მაგ­რამ იძუ­ლე­ბი­თი პროს­ტი­ტუ­ცია უკა­ნო­ნოა და ის­ჯე­ბა მოქ­მე­დი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით.
  • ბორ­დე­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი იხ­დი­ან გა­და­სა­ხა­დებს, რის­თვი­საც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ა­რე­გის­ტრი­რონ თა­ვი­ან­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­ა­სა­ბუ­თონ, რომ ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბი­ან ჯან­დაც­ვის წე­სებს. ადრე პო­ლი­ცი­ას ევა­ლე­ბო­და ბორ­დე­ლე­ბის დაც­ვა (2012 წლამ­დე), ახლა თა­ვად ბორ­დე­ლე­ბი ქი­რა­ო­ბენ კერ­ძო დაც­ვის კომ­პა­ნი­ებს ამ სა­მუ­შა­ოს­თვის.
  • სექ­სუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლი­რე­ბა ძი­რი­თა­დად ემ­ყა­რე­ბა 1930 და 1961 წლე­ბის კა­ნო­ნებს. ისი­ნი ად­გე­ნენ ძი­რი­თად წე­სებს სექს მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ: მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა სექსმუ­შა­კი უნდა და­ი­ბეგ­როს, სექსმუ­შა­კებ­მა უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ პრე­ზერ­ვა­ტი­ვი და გა­ი­ა­რონ რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი.
  • თურ­ქეთ­ში ლე­გა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბის­თვის სექსმუ­შა­კე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან და­რე­გის­ტრირ­დნენ და მი­ი­ღონ სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­გის­ტრა­ცი­ის მოწ­მო­ბა, რო­მელ­შიც მი­თი­თე­ბუ­ლია ბოლო სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის თა­რი­ღი. ამ­გვა­რი ლი­ცენ­ზი­ის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ მხო­ლოდ თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე ქალ­ბა­ტო­ნებს, მა­მა­კა­ცებს არ აქვთ სექსმუ­შა­კე­ბად და­რე­გის­ტრი­რე­ბის უფ­ლე­ბა.
  • თურ­ქეთ­ში ყვა­ვის არა­ლე­გა­ლუ­რი პროს­ტი­ტუ­ცი­აც, ბევ­რს არ სურს და­რე­გის­ტრი­რე­ბა და გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და, თუმ­ცა ბოლო ხანს, თურ­ქეთ­ში საკ­მა­ოდ გარ­თულ­და ლი­ცენ­ზი­ის აღე­ბაც, ბევ­რს ესეც უბიძ­გებს არა­ლე­გა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­კენ.

მა­ტილდ მა­ნუ­კი­ა­ნი 1914 წელს კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში და­ი­ბა­და. არის­ტოკ­რა­ტი სომ­ხე­ბის ოჯახ­ში, რომ­ლე­ბიც 1915 წლის გე­ნო­ციდს გა­და­ურჩნენ.

ის პორ­ნო ბიზ­ნეს­ში სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა. ქალი თავ­და­პირ­ვე­ლად კერ­ვით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ის საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან იყო, თუმ­ცა მის ოჯახს პორ­ნო­ინ­დუსტრი­ას­თან არა­ფე­რი ჰქონ­და სა­ერ­თო. მა­ტილ­დი ამ სფე­რო­თი მას მერე და­ინ­ტე­რეს­და, რაც მა­მის ერთ-ერ­თმა მო­ვა­ლემ ვა­ლის სა­ნაც­ვლოდ მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ბორ­დე­ლი შეს­თა­ვა­ზა.

სწო­რედ აქე­დან იწყე­ბა მისი საქ­მი­ნო­ბა პორ­ნო ბიზ­ნეს­ში, სა­ი­და­ნაც უზარ­მა­ზარ მო­გე­ბას იღებ­და.

ის იყო ბორ­დე­ლე­ბის ფარ­თო ქსე­ლის მფლო­ბე­ლი თურ­ქეთ­ში. 1992 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს თურ­ქულ­მა ყო­ველკ­ვი­რე­ულ­მა გა­ზეთ­მა Nokta-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვრცე­ლი კვლე­ვა თურ­ქე­თის 100 უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ. მა­ტილ­დის ქო­ნე­ბა 200 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენ­და.

ის ყვე­ლა­ზე დიდ გა­და­სა­ხა­დებს უხ­დი­და სა­ხელ­მწი­ფოს, რის­თვი­საც მთავ­რო­ბამ 5-ჯერ და­ა­ჯილ­დო­ვა ოქ­როს მედ­ლით.

იმის ნაც­ვლად, რომ თა­ვი­სი უზარ­მა­ზა­რი შე­მო­სა­ვა­ლი ახალ ბიზ­ნეს­ში და­ე­ბან­დე­ბი­ნა, მა­ტილდ მა­ნუ­კი­ა­ნი დიდ თან­ხებს სწი­რავ­და სკო­ლებს, უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, ბიბ­ლი­ო­თე­კებს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს. ერთი მხრივ ის ქა­ლე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ით დი­დძალ ფულს შო­უ­ლობ­და, ამავდრო­უ­ლად, ამ ფულს მათი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ში დებ­და, ზრუ­ნავ­და ქა­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა­ზე.

1995 წელს მან 36 000 დო­ლა­რი შეს­წი­რა სტამ­ბო­ლის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი დის­პან­სე­რის ერთ-ერთ გან­ყო­ფი­ლე­ბას. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა ჯგუფ­მა მუს­ლი­მი სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით თავ­და­პირ­ვე­ლად უარი თქვა ამ შე­მო­წი­რუ­ლო­ბა­ზე იმის გამო, რომ თან­ხა ამო­რა­ლუ­რი ბიზ­ნე­სით იყო ნა­შოვ­ნი, თუმ­ცა ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის ზე­წო­ლის შე­დე­გად, ხან­გრძლი­ვი გან­ხილ­ვის შემ­დეგ, მა­ინც და­თან­ხმდა თან­ხის მი­ღე­ბას.

1996 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მი­ლი­ო­ნერს ჰქონ­და 37 სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი, 36 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტექ­სტი­ლის ქარ­ხა­ნა, პლასტმა­სის 2 ქარ­ხა­ნა, მრა­ვა­ლი სას­ტუმ­რო ან­ტა­ლი­ა­ში, კუნ­ძუ­ლი ბოს­ფორ­ზე, ბევ­რი სახ­ლი, შე­ნო­ბა და ქუჩა, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო 32 ბორ­დე­ლი.

მა­ნუ­კი­ა­ნი ასე­ვე იყო სტამ­ბო­ლის სომ­ხუ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს Surb Prkić-ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ქველ­მოქ­მე­დი.

მა­ნუ­კი­ა­ნი ამ­ბობ­და, რომ ”მის საქ­მე­ში არა­ფე­რია უჩ­ვე­უ­ლო, ხალ­ხს უნდა ჰქო­ნო­და ნორ­მა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ლე­გა­ლუ­რი პროს­ტი­ტუ­ცი­ის მი­მართ”.

მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მა­დამ მა­ნუ­კი­ანს თურ­ქეთ­ში ბევ­რი მტე­რი ჰყავ­და. ის არ მოს­წონ­დათ რა­დი­კალ მე­მარ­ცხე­ნე­ებს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიმ­დიდ­რის, ის­ლამ ექ­სტრე­მის­ტებს საქ­მი­ა­ნო­ბის და ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტებს – ეროვ­ნე­ბის გამო.

ბოლო წლებ­ში “ბორ­დე­ლე­ბის დე­დო­ფა­ლი“ თურ­ქეთ­ში ის­ლა­მუ­რი რა­დი­კა­ლე­ბის თავ­დას­ხმის მუდ­მი­ვი სა­მიზ­ნე გახ­და, რომ­ლე­ბიც თავს მო­რა­ლის დამ­ცვე­ლე­ბად აცხა­დებ­დნენ. 1995 წლის 26 სექ­ტემ­ბრის ღა­მეს სტამ­ბო­ლის ერთ-ერთ უბან­ში თურ­ქე­თის “გა­და­სა­ხა­დე­ბის ჩემ­პი­ო­ნის“ მკვლე­ლო­ბა სცა­დეს. მა­ტილ­დის სახ­ლის წინ გა­ჩე­რე­ბულ მან­ქა­ნა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი რა­დი­ო­მარ­თვა­დი ბომ­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა მისი მძღო­ლი და დაც­ვის წევ­რი, თა­ვად ქალი კი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ის ცო­ცხა­ლი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა, მან მხო­ლოდ ფეხი და­კარ­გა.

მა­ტილ­დი მუდ­მი­ვად აფარ­თო­ებ­და ბორ­დე­ლე­ბის ქსელს. 2001 წელს, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ის უკვე ფლობ­და 37 ბორ­დელს. მა­დამ მა­ნუ­კი­ა­ნის მთლი­ან­მა ქო­ნე­ბამ 200 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

სი­ცო­ცხლის ბო­ლოს, ის ასე­ვე ფლობ­და 500-მდე ბი­ნას, 4 ვი­ლას, 40 სა­ვაჭ­რო ცენ­ტრს, ტექ­სტი­ლის ქარ­ხა­ნას, პლასტმა­სის 2 ქარ­ხა­ნას და 3 ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­როს კუ­რორტ ან­ტა­ლი­ა­ში.

შვი­ლიშ­ვი­ლის ქორ­წილ­ში

მა­ნუ­კი­ანს არა­სო­დეს ჰქო­ნია პრობ­ლე­მა კა­ნონ­თან, თურ­ქეთ­ში პროს­ტი­ტუ­ცი­ის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის გამო.

“ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი, ჯან­მრთე­ლი და ულა­მა­ზე­სი გო­გო­ე­ბი მთელ თურ­ქეთ­ში ჩემ­თვის მუ­შა­ო­ბენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­მარ­თლი­ა­ნია!” – გა­ნა­ცხა­და თა­ვად მა­ტილდმა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

  • რო­გორ გახ­და სე­რი­ა­ლის გმი­რი

მა­ტილდ მა­ნუ­კი­ა­ნი 2001 წელს, 84 წლის ასაკ­ში, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. იგი სტამ­ბო­ლის სომ­ხურ სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. მისი უზარ­მა­ზა­რი ქო­ნე­ბა მის უფ­როს ვაჟს გა­და­ე­ცა, რო­მე­ლიც აშშ-ში გა­ი­ზარ­და. მათ შო­რის, მდიდ­რუ­ლი ავ­ტო­კო­ლექ­ცია.

მა­ნუ­კი­ა­ნის ვაჟი, დე­დის გას­ვე­ნე­ბა­ში

მა­ტილ­დზე ცოტა ხნის წინ სე­რი­ა­ლი გა­და­ი­ღეს. Meçhule Gidenler (“გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში გა­სე­ირ­ნე­ბა”) ასე ჰქვია სე­რი­ალს, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი აჰუ ტუგ­ბა – 80-იანი წლე­ბის თურ­ქი სექს-სიმ­ბო­ლო ას­რუ­ლებს. რო­ლის მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით მსა­ხი­ო­ბი სტამ­ბო­ლის ბორ­დე­ლებს ეს­ტუმ­რა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე მა­ნუ­კი­ანს ეკუთ­ვნო­და. ტუგ­ბა იქ და­საქ­მე­ბულ ქა­ლებს გა­ე­სა­უბ­რა და რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნა, ამ სახ­ლებ­ში მოს­მე­ნი­ლი ის­ტო­რი­ე­ბის შემ­დეგ სიმ­შვი­დე და ძილი და­კარ­გა. მისი თქმით, ბორ­დე­ლებ­ში 60-70 წლის ქა­ლე­ბიც კი ცხოვ­რო­ბენ და სექს მომ­სა­ხუ­რე­ბას ეწე­ვი­ან.

წყარო: https://www.ambebi.ge/

შესაძლოა დაგაინტერესოთ